in

MIT-ის მკვლევრებმა მაგნიტური ველის სიძლიერე 20 ტესლამდე გაზარდეს

არსებული ენერგიის რაოდენობა ნამდვილად ცვლის თამაშს…

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, პირველად, დიდი მაღალი ტემპერატურის ზეგამტარ ელექტრომაგნიტმა მაგნიტური ველის სიძლიერე 20 ტესლამდე გაზარდა. ეს ყველაზე ძლიერი მაგნიტური ველია, რომელიც ოდესმე შექმნილა დედამიწაზე – თავის მხრივ, ასეთი წარმატებული დემონსტრაცია მეცნიერებს მსოფლიოში არსებული უდიდესი გაურკვევლობის გადაჭრაში ეხმარება, როგორიცაა ელექსტროსადგურების მშენებლობა.

MIT-ის მეცნიერთა თქმით, ეს პროგრესი გზას უხსნის დიდი ხნის ნანატრ, ნახშირბადისგან თავისუფალ ელექტროსადგურების შექმნას, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგოდ.

“მრავალი თვალსაზრისით, შერწყმა ენერგიის ყველაზე სუფთა წყაროა. არსებული ენერგიის რაოდენობა ნამდვილად ცვლის თამაშს… საწვავი, რომელიც თერმობირთვული ენერგიის შესაქმნელად გამოიყენება, წყლიდან მოდის. დედამიწა კი სავსეა წყლით – ეს თითქმის შეუზღუდავი რესურსია და ჩვენ უბრალოდ უნდა გავარკვიოთ, როგორ გამოვიყენოთ იგი” – ამბობს მარია ზუბერი, MIT-ის ვიცე-პრეზიდენტი.

ცხადია, ახალი მაგნიტის განვითარება ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ დაბრკოლებად აღიქმება. წარმატებული ნამუშევარი კი ლაბორატორიაში შერწყმის დემონსტრირების აშკარა შესაძლებლობას იძლევა, რასაც ათწლეულების მანძილზე შეზღუდული პროგრესით ახორციელებდნენ.

თუმცა ახლა, როცა მაგნიტური ტექნოლოგია წარმატებით იქნა ნაჩვენები MIT-CFS თანამშრომლობა მსოფლიოში პირველი მოწყობილობის შექმნისკენაა მიმართული. ეს უკანასკნელი შეძლებს, შექმნას და შეინარჩუნოს პლაზმა, რომელიც იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე მოიხმარს. ამჟამინდელი პროგნოზებით, მოწყობილობა, სახელწოდებით SPARC, 2025 წლისთვის მიიღებს სრულყოფილ სახეს.

“შერწყმის გამოწვევები არის როგორც ტექნიკური, ისე მეცნიერული. ეს არის ამოუწურავი, ნახშირბადისგან თავისუფალი ენერგიის წყარო, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს შეიძლება. ეს მართლაც ფუნდამენტურად ახალი ენერგიის წყაროა” – განმარტავს დენის უაიტი, MIT პლაზმის კვლევისა და შერწყმის ცენტრის დირექტორი, რომელიც ზემოთ ხსენებული ტექნოლოგიის შემუშავებაზე მუშაობს.

მზე ბოთლში

შერწყმა არის პროცესი, რომელიც მზეს აძლიერებს – ორი პატარა ატომის ერთ დიდში შერწყმა, რის შედეგადაც უზარმაზარი ენერგია გამოთავისუფლდება. თუმცა ეს პროცესი იმაზე დიდ ტემპერატურას მოითხოვს, ვიდრე ნებისმიერ მყარ მასალას შეუძლია გაძლება. ეს დაახლოებით 100 000 000 გრადუსს ან მეტს აღწევს.

აღნიშნულის მიღწევა ინტენსიური მაგნიტური ველების საშუალებით შეიძლება, რომლებიც ერთგვარ უხილავ ბოთლს ქმნის. ამასთან, რადგანაც ნაწილაკებს ელექტრული მუხტი აქვს, ისინი მაგნიტური ველებით კონტროლდება. MIT-CFS შერწყმის დიზაინში კი მთავარი ინოვაცია მაღალი ტემპერატურის ზეგამტარების გამოყენებაა, რომლებიც მცირე სივრცეში გაცილებით ძლიერ მაგნიტურ ველს უზრუნველყოფს. თავის მხრივ, ამ დიზაინის მიღება ახალი ზეგამტარი მასალის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ამასთან, ახალი მოწყობილობის ზომა გაცილებით პატარაა, ვიდრე აქამდე არსებული ხელსაწყოები.

საგულისხმოა, რომ გასულ წელს გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების სერიამ ახალი თრომბობირთვული მოწყობილობის სიცოცხლისუნარიანობას ადასტურებს. უშუალოდ ახალი კონცეფციის რეალობად ქცევას კი სამწლიანი ინტენსიური მუშაობა დასჭირდა.

იქ, საიდანაც მე ვარ… – Adobe-ის კამპანია

მეიჯერელ საქართველო 5 წლისაა