11
Nov
2019

რობოტები ფეხბურთელების ამპლუაში – MIT-ის Mini Cheetah-ის შესაძლებლობები

11 Nov 2019

veon
veon


მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ბიომიმეტრიის ლაბორატორია ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ძაღლისებურ 9 რობოტს ვხედავთ. ისინი ფეხბურთს თამაშობენ, ან უფრო, ცდილობენ, ფეხბურთი ითამაშონ. ტესტირების ამსახველი ვიდეო გვიჩვენებს, თუ რამდენად განვითარდა რობოტ Mini Cheetah-ის შესაძლებლობები. რობოტებს უკვე სინქრონიზებული და ორგანიზებული მოძრაობა შეუძლიათ.

რობოტი Mini Cheetah 9 კილოგრამს იწონის და წამში 2.5 მეტრი მანძილის დაფარვა შეუძლია. მოცემულზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Mini Cheetah, დაახლოებით, 10 კილომეტრი საათში სიჩქარით მოძრაობს. რობოტის გამოყენება მიუვალი ადგილების შესასწავლად იგეგმება, ანუ, ისეთი გარემოების, სადაც ადამიანის ყოფნა უსაფრთხო არ არის.

განხილვა