in

MIT-ის ახალი მუზეუმი მსოფლიოს ყველაზე რთულ ტექნოლოგიებს აერთიანებს

1969 წლის ივლისია და შეერთებულმა შტატებმა ახლახან სცადა ორი ადამიანის მთვარეზე გაშვება. აშშ-ის დროშის ფონზე მაგიდასთან მჯდომი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ტელეკამერას მიმართავს: „საღამო მშვიდობისა, ჩემო თანამემამულენო. ადამიანები, რომლებიც მთვარეზე მშვიდობიანი კვლევისთვის წავიდნენ, მთვარეზე დარჩებიან და მშვიდად განისვენებენ“.

აპოლოს მისია ჩაიშალა — ყოველ შემთხვევაში, ისტორიის ამ ალტერნატიულ ვერსიაში. გამოსვლა, რომელსაც ნიქსონი კითხულობს, რეალურია, დაწერილი იმ შემთხვევაში, თუ NASA-ს მთვარეზე გამგზავრება წარუმატებელი იქნებოდა. თუმცა ვიდეო DeepFake ტექნოლოგიითაა შემუშავებული — ანუ, ნიქსონის დამაჯერებელი ვიდეო რეპროდუქცია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნეს MIT-ის მკვლევრებმა და მხატვრებმა შექმნეს. ახლა კი ის MIT-ის ახლად გახსნილ მუზეუმშია წარმოდგენილი, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება „ახალმა მეცნიერებამ“ მოულოდნელი გზებით განავითაროს ტექნოლოგიები.

მიმზიდველი და ზოგჯერ შემაშფოთებელი ტერიტორია, სადაც ახალი ტექნოლოგიები კვეთს საზოგადოებას, არის MIT მუზეუმის მთავარი თემა, რომელმაც ახლახან გაიარა კემბრიჯში მისი ახალი დანიშნულებით აშენებული სივრცის სრული განახლება. 17-სართულიანი კომერციული კოშკი MIT-ის ისტორიას, სამეცნიერო მიღწევებსა და რეალურ სამყაროში განხორციელებული კვლევების შესახებ გვიყვება.

„ჩვენ ვსვამთ კითხვებს იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება პროგრესს, რა გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, როგორ გამოვიყენოთ ეს ტექნოლოგიები ჩვენი სამყაროსა და ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად“, — ამბობს ენ ნეიმანი, გამოფენებისა და გალერეების დირექტორი.

სწორედ ნეიმანი ხელმძღვანელობდა რედიზაინს და აღნიშნა, რომ მიზანი ისეთი გამოცდილების შექმნა იყო, რომელიც მეცნიერებისა და ხელოვნების შერწყმას შეუწყობდა ხელს. „მეცნიერება საზოგადოებისთვის აღიქმება ზედმეტად ჭკვიანურად, ზედმეტად ელიტარულად ან არამეგობრულად. ჩვენი მიზანმიმართული მისია კი ის იყო, რომ ღიაობა შეგვენარჩუნებინა“.

გალერეებში წარმოდგენილი კოლექციები მოიცავს როგორც ნობელის პრემიის ლაურეატის მეცნიერების ინდივიდუალურ ნამუშევრებს, ისე კლასებსა და ლაბორატორიებში გამოყენებულ ფიზიკურ მოდელებს, მიკროსკოპული და კოსმოსური სამყაროების უკეთ გასაგებად.

აქვე AI გალერეა ყველაზე მნიშვნელოვანია. ნიქსონის DeepFake ვიდეოს გარდა ის ინტერაქციულ ფანჯარას სთავაზობს დამთვალიერებლებს, რათა ნახონ, როგორ მუშაობს ტექნოლოგია. „ვცდილობდით, ისეთი გამოცდილება შეგვექმნა, სადაც საქმით ისწავლიან“, — აღნიშნავს კეტი სევიჯი, Bluecadet-ის კრეატიული დირექტორი.

ასევე, მუზეუმის გამოფენები მოიცავს სამეცნიერო ექსპერიმენტებთან და აღმოჩენებთან დაკავშირებულ ვიდეოებს. „ხშირად, როცა მუზეუმებში მიდიხარ, ხედავ რაღაცებს და უნდა წაიკითხო ეტიკეტი და უბრალოდ არ იცი რა არის ეს. ამ მუზეუმში კი ბევრი რამის სწავლა შეგიძლიათ ეტიკეტის წაკითხვის გარეშე. თქვენ ხედავთ, როგორ მუშაობს ყველაფერი და თითქოს, შეგიძლია თავადაც გამოიკვლიო რაღაც“.

რატომ ბრუნდება ბობ აიგერი Disney-ში?

ჩვენი გალაქტიკის გარეთ უზარმაზარი კოსმოსური ძაფები აღმოაჩინეს