in

MIT-ის მეცნიერებმა სამედიცინო ნემსის ალტერნატივა შეიმუშავეს

მიუხედავად იმისა, რომ მედიცინის სფეროში ინოვაციები ელვის სისწრაფით ვითარდება, ნემსის შემცვლელი საშუალება ჯერ კიდევ არ გვაქვს. ჩვენ კი კარგად ვიცით, როგორ ეშინია ბევრს მისი ან უბრალოდ, არ სიამოვნებს ჩხვლეტა. ახლა კი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (MIT) წამლის მიწოდების პოტენციური ალტერნატივა შეიმუშავეს, რომელიც გაცილებით შემაწუხებელი იქნება.

M2
M2

Advanced Materials-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქმე გვაქვს ერთგვარი ბუშტუკებით დაფარულ საკრავთან, რომელიც ხმის ტალღებს იყენებს. ულტრაბგერითი ტალღები მომხმარებლის კანზე ზემოქმედებს და ძალიან წვრილ არხებს ხსნის, საიდანაც პრეპარატი ორგანიზმში აღწევს.

ექსპერიმენტის ფაზაში მეცნიერებმა ის ღორზე გამოცადეს, ნიაცინამიდის შესაყვანად. როგორც აღმოჩნდა, ამგვარი გზით მიწოდებული წამალი 26-ჯერ მეტი რაოდენობით აღწევს ორგანიზმში, ვიდრე ულტრაბგერითი დახმარების გარეშე ხდება. პლასტირი სილიკონზე დაფუძნებული პოლიმერისგანაა დამზადებული, სახელწოდებით PDMS — ის კანს მარტივად ეკრის და იმდენად მსუბუქია, რომ ტარებისას რაიმე დისკომფორტს არ იწვევს.

ინოვაცია არა მხოლოდ ხსნის ნემსებისა და აბების საჭიროებას, არამედ ქმნის წამლის შეყვანის უფრო ეფექტურ მეთოდს. ორგანიზმიც გაცილებით ადვილად ითვისებს მედიკამენტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა გზით მიღებისას. უფრო მეტიც, მეცნიერები პლასტირის გამოყენებას კიბოს თერაპიებზეც ტესტავენ, რათა გამოჯანმრთელების პროცესი ნაკლებად მტკივნეული და მეტად ეფექტური გახადონ.

ამჟამად მეცნიერები გეგმავენ, ადამიანებზე ჩაატარონ კვლევები და მედიკამენტების ფართო ასორტიმენტიც მოიცვან — მათ შორის ჰორმონები და ინსულინიც, რაც ხშირად ყოველდღიურ ინიექციას საჭიროებს.

 

სილქ როუდ რიალ ისთეითმა 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები გალტ & თაგარტის, თიბისი კაპიტალისა და სილქ ბანკის მხარდაჭერით გამოუშვა

კერძო კოსმოსური ხომალდი დღეს მთვარეზე დაშვებას ეცდება!