in

ორიგამით შთაგონებული ფეხსაცმლის ძირი, რომელიც წაქცევისგან დაგიცავთ

veon
veon

ორიგამის, ანუ ქაღალდისგან სხვადასხვა ფიგურების კეთების იაპონური ხელოვნების შთაგონებით, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრებმა შექმნეს ფეხსაცმლის ძირი, რომლითაც მიწასა და ფეხსაცმელს შორის ხახუნი იზრდება. ძირის დიზაინი გველის კანის განლაგებას მოგაგონებთ და მოსახერხებელია მოლიპულ, სრიალა ან მოყინულ ზედაპირზე გადასაადგილებლად.

ფეხსაცმლის ძირი ჯოვანი ტრავერსომ – MIT-ის მექანიკური ინჟინერიის ასისტენტ პროფესორმა შექმნა, რომელიც ასევე გასტროენტეროლოგი და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ასისტენტ პროფესორია. მან პროდუქტზე კატია ბერტლოდისთან ერთად იმუშავა, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოყენებითი მექანიკის პროფესორია.

ჯოვანი ტრავერსოს თქმით, პროექტზე მუშაობისას მათი მიზანი ხანდაზმული ადამიანებისთვის წაქცევის შანსის შემცირება იყო. სპეციალური დიზაინის გამოყენებით, მათ შეძლეს ზედაპირთან ფეხსაცმლის ხახუნის გაზრდა, შესაბამისად კი, მოლიპულ ან მოყინულ ზედაპირებზე წაქცევის პრევენცია. ამის მიღწევა პლასტმასას, ან მეტალისგან დამზადებული ფირფიტების გამოყენებითაა შესაძლებელი.

კომუნიკაციების კომისია, სფეროს მომავლის არქიტექტორად – ანუ როგორ შეცვალა Leavingstone-მა 20 წლის ორგანიზაცია

სუპერგმირები ნიღბებს მიჩვეულები არიან! – Dumb Ways to Die-ს ახალი ვიდეოთამაში SUPERHEROES