in

MIT-ის ახალი ხელსაწყო თქვენს ფოტოებს გაყალბებისგან დაიცავს

უნდა ვაღიაროთ, რომ ციფრული სამყაროს გაფართოებასთან ერთად, გამწვავდა ონლაინ ნამუშევრებისა თუ სურათების არაავტორიზებული მანიპულაციებისა და ქურდობის პრობლემები. ამ გამოწვევის საპასუხოდ კი, MIT-ის მკვლევრებმა ინოვაციური გამოსავალი შემოგვთავაზეს და იგი PhotoGuard-ის სახელით გაგვაცნეს — ტექნიკა, რომელიც ფოტოებს ხელოვნური ინტელექტით რედაქტირებისგან იცავს. 

პროგრამა ე. წ. მონაცემების მოწამვლის ტექნიკის გამოყენებით გამოსახულებას უხილავ ხმაურს მატებს. უხილავი იმას ნიშნავს, რომ მას ადამიანის თვალი ვერ ამჩნევს, მაგრამ  ხელს უშლის AI-ის უნარს, შექმნას რეალისტური ყალბი ასლები ორიგინალზე დაფუძნებით.

როგორ მუშაობს ეს? PhotoGuard პიქსელებს ისე ანაცვლებს, რომ დანადგარს შეუძლია ცვლილებების დადგენა და წაკითხვა, მაგრამ ადამიანის თვალისთვის სურათი მაინც იმავენაირად გამოიყურება. ეს სტრატეგია AI ალგორითმებს მავნე მოქმედებებში უშლის ხელს. გამოდის, როცა PhotoGuard-ს სურათს დაამატებთ, იგი AI გენერატორების ბარიერად მოგვევლინება, შედეგად, გამოსახულების ორიგინალ ვერსიას მანიპულაციებისადმი იმუნიტეტსაც გამოუმუშავებს. 

თუმცა PhotoGuard-საც აქვს გარკვეული შეზღუდვები… იმის შესაძლებლობაც არსებობს, რომ ინდივიდებმა დაცული ფოტო სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით შეცვალონ, იქნება ეს ციფრული ხმაურის დამატება, ამოჭრა თუ სურათის პოზიციის შეცვლა. მიუხედავად ამისა, ექსპერტების აზრით, ეს მაინც მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

საილუსტრაციოდ ტრევორ ნოასა და მაიკლ კოსტას ინსტაგრამ პოსტიც გამოიყენეს, აჩვენეს, რამდენად მარტივია ხელოვნური ინტელექტით ფოტოების შეცვლა და რასთან გამკლავებას გვთავაზობს PhotoGuard:

უცხოპლანეტელების თვალით დანახული დედამიწა — Apple-ის ახალი ანიმაციური შოუ

„ავტომობილით გადაადგილებისას რისკზე წასვლა არ ღირს!“ — დათა ქაჯაია „თეგეტა მოტორსის“ კამპანიას შეუერთდა