30
Aug
2019

ძაფისებური რობოტი ტვინის სისხლძარღვებში მოძრაობის უნარით

30 Aug 2019

veon
veon


ადრე ტვინის ოპერაცია ძალიან საშიშ პროცედურად მიიჩნეოდა, რადგან მისი მიმდინარეობისას აუცილებელი ხდებოდა თავის ქალის გახსნა, გახვრეტა და ა.შ. დღეისათვის, თავის ტვინის ოპერაციებისთვის ნაკლებინვაზიურ, ანუ ნაკლები ოპერაციული ჩარევის მეთოდსაც იყენებენ, რაც სხივურ მკურნალობას ნიშნავს, ანუ გულისხმობს, რომ ოპერაციის მიმდინარეობისას, პაციენტის ტვინს სხვადასხვა სიძლიერის რადიაციული დასხივების მიღება უწევს. ისეთი დიაგნოზებისას, როგორიცაა ინსულტი, ან ანევრიზმა, საჭირო ხდება მსგავსი ჩარევა, თუმცა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) მკვლევარებმა რობოტიკისა და ენდოვასკულარული ქირურქიის ტექნიკების შერწყმით (ოპერაცია სისხლძარღვების გავლით), შექმნეს ძაფისებური რობოტი, რომელიც ტვინის ოპერაციასთან დაკავშირებულ რისკებს ამცირებს.

„ინსულტი სიკვდილიანობის რიგით მეხუტე მიზეზია აშშ-ში. თუ მისით გამოწვეული გართულებები ტვინის სისხლძარღვებში აღმოიფხვრება შეტევიდან 90 წუთის განმავლობაში, პაციენტის გადარჩენის შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. თუ ჩვენ შევქმნით მოწყობილობას, რომელიც ამ „ოქროს წუთების“ განმავლობაში შეძლებს პრობლემის აღმოფხვრას, ჩვენ შევძლებთ ვიმოქმედოთ სწრაფად და ტვინის დაზიანების გარეშე. ეს არის ჩვენი იმედი“, – ამბობს შუანჰე ჯაო, MIT-ის მეცნიერი.

MIT-ის ძაფისებურ რობოტს შეუძლია თავისუფლად ისრიალოს ტვინის ვიწრო სისხლძარღვებში და გაუმკლავდეს ისეთ სიცოცხლისთვის საშიშ წარმონაქმნებს როგორიცაა ანევრიზმა, ან საცობები ტვინის სისხლძარღვებში. ოპერაციის მომენტში მისი მართვა მაგნიტის დახმარებით ხდება. ძირითადი მასალა, რისგანაც ძაფი შედგება ნიტინოლია, რომელიც დრეკადია და აქვს ტენდენცია, დაუბრუნდეს პირვანდელ სახეს. ძაფი დაფარულია მელნისებური სუბსტანციით, რომელსაც თავის მხრივ, ჰიდროგელი ფარავს. ძაფის ეს საფარი არეგულირებს მაგნიტით მანიპულირებად ქსოვილს. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში მკვლევარები გვაჩვენებენ, თუ როგორ შეიძლება მაგნიტით ძაფის მართვა, ოპერაციის შემთხვევაში.

განხილვა