ოღონდ ისე, რომ პროდუქტები არ დაზიანდეს და არც ყურძენს დაედოს რაიმე უფრო მძიმე პროდუქტი… კი არ ჩაყრის, ისე ჩაალაგებს, როგორც ამას ადამიანები ვაკეთებთ ხოლმე. ასე უფრო საინტერესოა, არა?! იმის გათვალისწინებითაც, რომ სასურსათო მაღაზიები ავტომატიზაციისკენ მიიწევს, მომავალი, რომელშიც ე. წ. რობოტი ჩანთები იარსებებს, შესაძლოა, არც ისე შორს იყოს…
MIT-ის CSAIL-ის განყოფილებამ RoboGrocery წარადგინა, რომელიც კომპიუტერულ ხედვას რბილ რობოტიკასთან აერთიანებს. რობოტის ხელის მსგავსი რამ არის, რაც განსხვავებული პროდუქტების ჩალაგებაში დაგეხმარებათ. სისტემის გამოსაცდელად კი მკვლევრებმა რობოტისთვის უცნობი 10 ობიექტი განათავსეს კონსულტანტის თაროზე. დაწყებული ყურძნით, პურითა თუ კრეკერით და დამთავრებული წვნიანისა თუ ნაყინის კონტეინერებით:
აქ მხედველობის სისტემა ობიექტებს ადგენს მანამ, სანამ მათ ზომასა და ადგილს განსაზღვრავს თაროზე. ხოლო, როცა ეს ხელი ეხება ყურძენს, თითებში არსებული წნევის სენსორები საზღვრავს, რომ რბილია და, შესაბამისად, არ უნდა მოექცეს ჩანთის ძირში. შემდეგ ამჩნევს, რომ მაგალითად წვნიანის კონტეინერი უფრო მყარია და მას შესაბამის ადგილს უჩენს ჩანთაში…
„ეს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ გვყავდეს რობოტები, რომელთაც სასურსათო და სხვა პროდუქტების რეალურ პირობებში ჩალაგება შეეძლებათ. მართალია, ჯერ არ ვართ მზად კომერციულ სივრცეში განთავსებისთვის, მაგრამ ჩვენი კვლევა აჩვენებს მრავალი სენსორული მოდულის ინტეგრირების ძალას რბილ რობოტულ სისტემებში“, — აცხადებს ანან ჟანგი, კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი.