in

MIT რობოტი დამალული ობიექტების მოსაძებნად რადიოტალღებს იყენებს

რობოტი საგნებს კედლის მიღმაც კი აფიქსირებს

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) მკვლევრებმა შეიმუშავეს რობოტი, რომელსაც შეუძლია, აღმოაჩინოს და აითვისოს კედლებს მიღმა და არეულობაში დამალული ობიექტები. ამ შესაძლებლობის განვითარება სისტემა RF-Grasp-ის დახმარებით შეძლეს, რომელიც რადიოტალღებს იყენებს, კამერების ხედვის მიღმა მყოფი საგნების ამოსაცნობად.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად არსებული საძიებო სისტემები ამ ტიპის შესაძლებლობას ებრძვიან – თუ რაღაც არ ჩანს, რობოტმა უნდა მოძებნოს და შემდეგ დააფიქსიროს. RF (რადიოსიხშირულ) სიგნალებს კი, მუყაოს ყუთების, ხის კედლების, პლასტმასისა და ფერადი შუშის გადალახვა შეუძლია. “მკვლევრებმა რობოტებს ადამიანის მსგავსი აღქმა მისცეს. ჩვენ ვცდილობთ, მათ ზეადამიანური აღქმა მივანიჭოთ” – ამბობს კვლევის თანაავტორი ფადელ ადიმბა.

რობოტული აღქმა

RF-Grasp ორი მოწყობილობისგან შედგება – მათ შორის ერთს რობოტის მაჯაზე მოთავსებული კამერა წარმოადგენს, მეორე კი ცალკეული RF წამკითხველია. ისინი ერთად აგროვებენ მონაცემებს და შედეგად, გარემოს ვიზუალური რუკა იქმნება.

პირველ რიგში, სისტემა ობიექტს და მის ადგილმდებარეობას აფიქსირებს. შემდეგ კი, საგნამდე მისასვლელ ოპტიმალურ გზას განსაზღვრავს, რათა დაბრკოლებები თავიდან იქნას არიდებული. საბოლოოდ კი რობოტი უახლოვდება ობიექტს და მასზე მანიპულირებას იწყებს. თავის მხრივ, კომპიუტერის ხედვა უფრო ზუსტ მიმართულებას იძლევა.

როგორც მკვლევრები ირწმუნებიან, სისტემამ ყველა დავალება აქამდე არსებულ ყველა მსგავს რობოტზე უკეთ (რომლებიც მხოლოდ კამერებით არიან აღჭურვილნი) და მათთან შედარებით ნახევარი მოძრაობებით შეასრულა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გზით გამოიყენებენ ახალ მიგნებას, თუმცა ფაქტია, მათ უამრავი შესაძლებლობა აქვს. ერთის მხრივ, შესაძლებელია, ახალი რობოტები საწყობებში დამხმარე ძალად ვიხილოთ, ან მომხმარებლების შეკვეთების ამღებად და ა. შ.

უმსხვილესი ბრიტანული საბანკო ჯგუფი Lloyds Banking Group, უფრო ემპათიური და იაფი კომუნიკაციისთვის, საკუთარ სააგენტოს ქმნის  

„მაკდონალდსმა“ საბავშვო შემეცნებითი წიგნების ახალი სერია, „ცეროდენა მკვლევარები“ გამოსცა