in

MIT-ის ახალი რობოტი შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანებს დაეხმარება

ალგორითმის საფუძველზე შექმნილი მოწყობილობა იდეალურია მათთვის, ვისაც ტანსაცმლის ჩაცმის პრობლემა აქვს

რობოტებს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს იმისა, რომ მობილობის თვალსაზრისით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს დახმარება გაუწიოს. თავის მხრივ, ეს განსაკუთრებით რთული ამოცანაა, რომელიც სისწრაფეს, უსაფრთხოებას და სიჩქარეს მოითხოვს. ახლა კი MIT CSAIL-ის მეცნიერებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც რობოტის ადამიანზე ზემოქმედებას აბალანსებს.

Liffit
Liffit

ალგორითმის საფუძველზე შექმნილი მოწყობილობა იდეალურია მათთვის, ვისაც ტანსაცმლის ჩაცმის პრობლემა აქვს. თუმცა სრულყოფილი შედეგის მისაღებად, რობოტებმა წინასწარ უნდა ისწავლონ, როგორ შეასრულონ შესაბამისი ქმედება – ადამიანებმა ინსტინქტურად ვიცით, როგორ, რა ზომაზე უნდა დავიჭიროთ სამოსი, რამდენად შეუძლია პიროვნებას ხელის მოხრა, რამდენად გაჭიმვადია ქსოვილი და ა. შ. სწორედ ეს ინფორმაცია უნდა იქნას რობოტში ჩაპროგრამირებული.

საგულისხმოა, რომ წარსულში ალგორითმები ხელს უშლიდა რობოტების ადამიანზე მანიპულირებას, რაც უსაფრთხოების დაცვის მიზნით იყო განპირობებული. ამან, შესაძლოა, ე. წ. “რობოტის გაყინვა” გამოიწვიოს, როდესაც მანქანური არსება სრულად წყვეტს მოძრაობას და ვერ ახერხებს წინასწარ განსაზღვრული ამოცანის შესრულებას.

ამ საკითხის გადასაჭრელად, MIT CSAIL- ის გუნდმა დოქტორანტ შენ ლის ხელმძღვანელობით შეიმუშავა ალგორითმი, რომელიც განსაზღვრავს რობოტის მოძრაობის უსაფრთხოებას – რობოტის “უსაფრთხო შეხებაა” შესაძლებელი. ეს კი იმის საშუალებას იძლევა, რომ რობოტმა, თავისი ამოცანის შესასრულებლად, ადამიანთან არასაზიანო კონტაქტი დაამყაროს.

“ფიზიკური ზიანის თავიდან ასაცილებლად, ისეთი ალგორითმების შემუშავება, რომლებიც ზედმეტი, არასაჭირო ქმედებებისგან თავისუფალია, დღეისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია” – აღნიშნა შენ ლიმ.

ახალი რობოტის კიდევ ერთ დადებით ასპექტს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი მაშინაც კი ასრულებს თავის დავალებას (ტანსაცმლის ჩაცმასა და გახდას), როცა მომხმარებელი სხვა საქმითაა დაკავებული – მაგალითად, ტელეფონის შემოწმებით. ეს მრავალი სიტუაციის მრავალჯერადი მოდელის კომბინირებითაა მიღწეული, ნაცვლად ერთ მოდელზე დაყრდნობისა.

“ეს მრავალმხრივი მიდგომა აერთიანებს სიმრავლეთა თეორიას, ადამიანის უსაფრთხოების შეზღუდვებს, ადამიანის მოძრაობის პროგნოზირებას და უკუკავშირის კონტროლს ადამიანისა და რობოტის უსაფრთხო ურთიერთქმედებისთვის” – ამბობენ მკვლევრები.

ამ დროისთვის კვლევა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მაგრამ უკვე აშკარად იკვეთება მისი სხვადასხვა სფეროში გამოყენების პერსპექტივა. როგორც მეცნიერები აცხადებენ, აღნიშნულ კვლევას დიდი პოტენციალი აქვს რობოტიკის მრავალფეროვანი სცენარის განვითარების თვალსაზრისით.

სილქნეტის საზაფხულო შეთავაზებები და აქციები, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ!

რა არის გაცვლითი სავაჭრო ფონდი (ETF)?