in

ცემენტის ახალ ვერსიას ენერგიის შენახვა შეუძლია! — MIT

შესაძლოა, თქვენს მომავალ სახლს უკვე ისეთი საძირკველიც ჰქონდეს, რომელსაც სახურავზე არსებული მზის პანელებიდან ენერგიის შენახვა შეეძლება — ცალკე ბატარეების გარეშე. თანაც იმდენი ენერგიის გამომუშავება, რამდენსაც სახლში ყოველდღიურად მოიხმართ. მეტიც, გზების მშენებლობისასაც შეიძლება გამოიყენონ და ელექტრო მანქანები მოძრაობისას დამუხტონ…

M2
M2

მოკლედ რომ ვთქვათ, MIT-ის ინჟინრებმა ენერგიის შენახვისთვის ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს, ცემენტის ახალი ტიპი, რომელიც 2 უძველეს მატერიას ეფუძნება: ცემენტი, რომელიც ათასობით წელია, გამოიყენება და ნახშირბადის შავი, ანუ შავი ფხვნილი, რომელიც Dead Sea Scrolls-ის მელნად 2000 წლის წინ გამოიყენებოდა. იგი ენერგიასაც კი ატარებს… ხოლო ახლა ინჟინრებმა აღმოაჩინეს, რომ თუ მას სპეციალური გზებით ცემენტსა და წყალს შევურევთ, ცემენტის გამყარებისთანავე გრძელ ნახშირბადის ქსელს წარმოქმნის. მსგავსად, მასალაც იმ მოწყობილობად იქცევა, რომელიც ელექტრო მუხტს ინახავს.

ბატარეისგან განსხვავებით, რომელიც ქიმიური ენერგიის ელექტრულ ენერგიად გარდაქმნით მუშაობს, იგი დამუხტვის უნარს არ კარგავს, არც იმ ძვირადღირებულ მასალებს საჭიროებს, რომლებიც აღნიშნულ ბატარეებში გამოიყენება. შესაბამისად, ფიქრობენ, რომ ახალი მასალა, სხვა სიკეთეებთან ერთად, მეტად ბიუჯეტურიც უნდა იყოს. ეს განახლებადი ენერგიის მასშტაბის გაზრდის საუკეთესო შანსს გვთავაზობს — რადგანაც მზისა და ქარის ენერგია ყოველთვის არ გვაქვს, წიაღისეული საწვავის ჩასანაცვლებლად მეტად ხელმისაწვდომი მარაგების აგება მნიშვნელოვანია.

ინჟინრებმა კი ცემენტზე მუშაობა სწორედ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მისი წარმოების პროცესი ნახშირბადის ემისიების დიდ რაოდენობასთანაა დაკავშირებული. ეს მეორე მიზეზსაც გვთავაზობს, რომელიც განახლებადი ენერგიის სასარგებლოდ მოქმედებს. კონკრეტული პროცესი ცემენტების ალტერნატივებისთვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, რითაც ემისიებიც შემცირდება, ამის მაგალითად კი Brimstone-ის სტარტაპის ნახშირბადნეიტრალური ვერსიაც გამოდგება.

„როგორც ექცევი შენს ავტომობილს, ისე გექცევა ის შენ“ — აკო ახალაია

„Starcom Georgia-ში სამსახურის დაწყების პირველივე დღიდან დღემდე ვგრძნობ, როგორ პროგრესს განვიცდი“ – სალომე უგრეხელიძე