ერთი კვირის განმავლობაში შეუმჩნეველი არ დაგრჩებოდათ სატელევიზიო რეკლამა, ინტერნეტ ბანერები და ცარიელი დახლი გუდვილში, რომლებზეც 29 აპრილამდე დარჩენილი დღეები ეწერა.დღეს 29 აპრილია და უკვე ცნობილია ის ახალი ბრენდი რომელიც ბაზარზე ბრუნდება. „მიტარბი“ კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს“ ახალი პროდუქტია. გაზირებული მინერალური წყალი ხვალიდან გაიყიდება და ერთი ლიტრის ფასი ერთი ლარი იქნება.
მარკეტერი კომპანია “ბორჯომი”-ს ბრენდ მენეჯერს – ნატა წერეთელს ესაუბრა:
ნატა წერეთელი – თიზერ კამპანიით მოლოდინის ეფექტის შექმნა გვსურდა. კამპანიის კრეატიული იდეა „ბორჯომის“ შიდა ჯგუფს, „პროდაქშენი“ კი სარეკლამო კომპანია Betterfly-ს ეკუთვნის.
“მიტარბი“ არის სასარგებლო და სასიამოვნო დასალევი წყალი. იგი გათვლილია საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებელზე. ადრეც იყო გაყიდვაში. თუმცა, ახლა სულ სხვა, განახლებული შეფუთვით წარვადგენთ ბრენდს. ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზოთ სიახლე და გავაფართოვოთ ჩვენი პორტფელი. ახალი ბრენდის გამოჩენის მიზანიც სწორედ ეს იყო
თიზინგ კამპანია 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრული კამპანიის სანახავად მიჰყევით ბმულს: