in

მითები და ფაქტები ძილის შესახებ

ძილის მეცნიერება მნიშვნელოვნად განვითარდა ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს მზარდ შეხედულებას იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს ძილს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება მისი დარღვევა.

მეცნიერებაში ამ წინსვლის მიუხედავად, კვლავ ვრცელდება ინტერნეტსა თუ სოციალურ ქსელებში ძილის შესახებ დეზინფორმაცია. ამ ცრუ ინფორმაციის ზოგიერთი ნაწილი იმდენად ხშირად მეორდება, რომ იგი ფართო მასშტაბის მითადაა ქცეული.

მიუხედავად იმისა, რომ ძილის ეს მითები ეწინააღმდეგება სამეცნიერო მტკიცებულებებს, მათი ხშირად სჯერათ. ყველაფერმა ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ძილის ცუდი ჩვევები და არასაკმარისი ძილი.

2019 წელს ძილის ეროვნულმა ფონდის ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბა ძილის ყველაზე გავრცელებული და პრობლემური მითების დასადგენად. ამ სტატიაში სწორედ ამ მითებს გიზიარებთ, რომელთა გადახედვაც დაგეხმარებათ, გაეცნოთ ფაქტებს, უგულებელყოთ მითები და იპოვოთ თქვენთვის საჭირო ძილის მიღწევის გზები.

მითი #1: თქვენი ორგანიზმი ნაკლებ ძილს ეჩვევა

კვლევამ აჩვენა, რომ ძილის ნაკლებობა აზიანებს ჩვენს ორგანიზმს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ტვინი და სხეული ვერ ეგუება ნაკლებ ძილს.

რამდენიმე ღამის არასაკმარისი ძილის შემდეგ, დღის განმავლობაში თავს სუსტად იგრძნობთ. დღისით ძილიანობის ზრდა შეიძლება სტაბილიზირდეს რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში საკმარისი ძილის გარეშე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი სხეული ეფექტურად ეგუება ძილის ნაკლებობას.

ამის ნაცვლად, მუდმივი ძილის უკმარისობა გავლენას ახდენს ჩვენს მუშაობაზე, ზიანს აყენებს გადაწყვეტილების მიღების უნარს, მეხსიერებას, ფოკუსირების უნარსა და შემოქმედებითობას. დროთა განმავლობაში, არასაკმარისმა ძილმა შეიძლება დააზიანოს ჯანმრთელობის სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის, მეტაბოლიზმი, გულსისხლძარღვთა სისტემა, იმუნური სისტემა, ჰორმონის გამომუშავება და ფსიქიკური ჯანმრთელობა.

შედეგად, მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ ძალიან ცოტა ძილს ეჩვევით, სინამდვილეში, შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაგროვდეს იმის გამო, რომ ორგანიზმმა ვერ მიიღო საჭირო რაოდენობის ძილი.

მითი #2: ბევრ ზრდასრულს სჭირდება ხუთსაათიანი ძილი ჰყოფნის

ძილის ეროვნული ფონდის გადაწყვეტილებით, ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ მოზრდილებმა უნდა იძინონ შვიდიდან ცხრა საათამდე. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრ მოზრდილს შეუძლია, უფრო ნაკლებ ხანს იძინოს, ეს ყველაზე ნამდვილად არ ვრცელდება. ბევრი ადამიანის ორგანიზმი ამ რეჟიმს ვერ ეგუება.

მითი #3: ძილი ყველაფერს განსაზღვრავს

ძილის ხანგრძლივობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. ძილის ხარისხი კიდევ ერთი გასათვალისწინებელი კრიტიკული ფაქტორია და ის მჭიდრო კავშირშია ძილის უწყვეტობასთან და ძილის დარღვევის თავიდან აცილებასთან.

ფრაგმენტული ძილი, რომელსაც მრავალი გამოღვიძება ახასიათებს, ხელს უშლის ძილის ციკლის სწორად წარმართვას. სწორედ ამ მიზეზით, ყველა ადამიანის მიზანი უნდა იყოს საკმარისი, ხარისხიანი ძილი.

მითი #4: მნიშვნელობა არ აქვს, როდის გძინავთ, მთავარია, საკმარისი ხანგრძლივობით გეძინოთ

კვლევებმა აჩვენა, რომ ძილის დრო მნიშვნელოვანია და უმჯობესია მაქსიმალურად იძინოთ სიბნელეში. ღამით დაძინება ხელს უწყობს სხეულის ცირკადული რიტმის, ანუ შიდა საათის მის გარემოსთან შესაბამისობას. სადღეღამისო სათანადო დრო მნიშვნელოვანია ძილის ხარისხისთვის და ის გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, გულსისხლძარღვთა ფუნქციაზე, მეტაბოლიზმსა და ჯანმრთელობის საერთო სხვა მნიშვნელოვან ელემენტებზე.

მითი #5: ვისაც კარგად სძინავს, ღამით არ მოძრაობს

სხეულის მცირე მოძრაობები ნორმალურია. თუმცა, ძილის დროს მოძრაობა საყურადღებოა, თუკი ის იღებს ხანგრძლივ ან ქრონიკულ სახეს. ასევე, ძალიან მკვეთრია ეს მოძრაობები, აგრესიული ან ძალადობრივია, აწუხებს საძინებლის პარტნიორს ან გაღვიძებთ ღამით.

მითი #6: თქვენი ტვინი ითიშება ძილის დროს

ტვინი აქტიური რჩება ძილის დროს. იცვლება მხოლოდ მისი აქტივობა ძილის სხვადასხვა ეტაპზე და ამ პერიოდში თვალის სწრაფი მოძრაობისას, ტვინის აქტივობა აღწევს იმ დონემდე, რომ ემსგავსება გაღვიძებულ მდგომარეობაში მყოფს.

მითი #7: მეტი ძილი ყოველთვის უკეთესია

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა კონცენტრირებულია მცირეხნიან ძილზე, არსებობს პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ძალიან ბევრი ძილის დროს.

სპეციფიკურ გარემოებებში მყოფს, მაგალითად, ავადმყოფობისგან განსაკურნებლად, შეიძლება ხანგრძლივი ძილი დასჭირდეს, მაგრამ ზოგადად, გადაჭარბებული ძილი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემის სიმპტომი.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

TKT FLY APP – მეტი კომფორტი, მეტი სიმარტივე ავიაბილეთის შეძენისას!

რატომ იტყუებიან თანამშრომლები და რა უნდა გაკეთდეს ამის პრევენციისთვის?