in

გავრცელებული მითები მედიტაციის შესახებ

ხშირად, როცა ადამიანები მედიტირებას გადაწყვეტენ ხოლმე, რამდენიმე პოზიციის შემდეგ ელიან ნათელ გონებას და სიმშვიდეს. სინამდვილეში, მედიტაციის გამოცდილება ხშირად სხვა არაფერია თუ არა შემთხვევითი აზრები ჩვენს გონებაში. სუნთქვა არის ბოლო რამ, რაზეც ჩვენ შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენ შევყურებთ საათს და ვხვდებით, რომ ეს მხოლოდ ორი წუთია, რაც ვმედიტირებთ, მაშინ, როცა გვგონია, რომ 20 წუთია ამ პოზაში ვართ. რატომ არის მედიტაცია ასე ძნელი?

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, მედიტაციის შესახებ რამდენიმე მითი გაგიზიაროთ..

მითი: მედიტაცია უნდა შესრულდეს სიჩუმეში.

ფაქტი: ხშირად მედიტირებას ადამიანები სიჩუმეში არჩევენ, თუმცა ჩვენ ასევე შეგვიძლია შევიდეთ ნაკადის მდგომარეობაში და მივაღწიოთ მედიტაციურ სიმშვიდეს სიარულის, სირბილის, ზუზუნის ან სიმღერის დროს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გადავაბიჯოთ ჩვენს ჩვეულ აზრებს და მთელი ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს სუნთქვაზე. წყნარ გონებას და გააქტიურებულ სიმშვიდეს სულაც არ სჭირდება თანმხლები ან მშვიდი სხეული.

მითი: მედიტაციის მიზანი გონების გასუფთავებაა.

ფაქტი: მედიტაცია არის გონებაზე ორიენტირება და აზრის გაცნობიერების გზით მისი ბუნებრივი მდგომარეობის უფრო ღრმა კონტროლის მიღწევის მცდელობა. სწორედ ამ უფრო ღრმა ცნობიერების საშუალებით შეიძლება ვიპოვოთ ე.წ “მაინდფულნესი” და მისი მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით კონცენტრაციის ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა მანტრები, შეგნებული სუნთქვა, სხეულის სკანირება, ან ფიქრები, რომლებიც ჩნდებიან და ქრებიან თავად გონებაში.

მითი: მედიტაცია რელაქსაციაა.

ფაქტი: ეს არის მითი, რომ მედიტაცია გამშვიდებთ ან თავს უკეთესად გაგრძნობინებთ. მედიტაციამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დარღვევები ან შფოთვა, რადგან ის სწორედ ჩვენს აზრებზე გვაკეთებინებს აქცენტს. მედიტაციის დროს ვაკვირდებით იმას, რაც არ მოგვწონს ან გვაშინებს. როდესაც ჩვენ ვიწყებთ ყურადღების მიქცევას, სიმართლე ცნობიერებაში შემოდის – იქ, სადაც ისინი ადრე იმალებოდნენ თავდაცვის ფენების ქვეშ.

მითი: მედიტაცია რთულია.

ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რთული იყოს ჯდომა და მედიტირება დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ ვმედიტირებთ ყოველთვის. მედიტაცია არის აქტი, რომელიც აყენებს გონებას ყურადღების ცენტრში დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ Netflix– ით, Instagram– ით და სხვა. მედიტაციის მიზანია, ვიფიქროთ იმაზე, რაც შეცვლის ჩვენს ცხოვრებას ან დაგვეხმარება გარკვეულწილად ზრდაში.

მითი: მედიტაცია არის ეგოისტური გულგრილობა.

ფაქტი: მედიტაცია მხოლოდ მაშნაა ეგოისტური, თუ ძილიც და ფიზიკური ვარჯიშიც ეგოისტურია. მედიტაცია არის აუცილებელი ვარჯიში თქვენი გონებისა და ცნობიერებისათვის. ეს გაგხდით თქვენ უფრო დაკვირვებულს, ნაკლებად რეაქტიულსა და უფრო ორიენტირებულს. ეს დადებითად აისახება თქვენს გარშემო მყოფებზე და გაძლევთ ძალას უკეთესად იმუშაოთ სამსახურში.


რუბრიკას წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

როგორ შეუძლიათ მენეჯერებს თანამშრომელთა ჩართულობის გაუმჯობესება?

ლიკა კოვზირიძე – #პირველისამსახური