in

გაეცანით მითებს თქვენი საყვარელი ინგრედიენტების შესახებ

ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარე არსებაა, ეს თვისება კი მას განვითარებასა და სამყაროს შეცნობაში ეხმარება. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ცნობისმოყვარეობა შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს, შეიმეცნონ სამყარო, ზრდასრულებს კი ეხმარება იმაში, რომ გადარჩნენ. თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ფსიქოლოგი, უილიამ ჯეიმსი აღნიშნავს, რომ ცნობისმოყვარეობა ეს არის „იმპულსი უკეთესი კოგნიციისაკენ“.

M2
M2

თუმცა ყოველდღიურ რუტინაში ჩართულებს ხშირად გვავიწყდება დავსვათ კითხვები, ამიტომ საზოგადოდ გავრცელებულ ცოდნასა და ინფორმაციას ჭეშმარიტებად მივიჩნევთ და ეჭვი აღარ შეგვაქვს მის მართებულობაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ფართოდ გავრცელებულ ცოდნას გადამოწმება სჭირდება. ეს კი ისეთ მარტივ საკითხებსაც ეხება, როგორიც კულინარიული ინგრედიენტებია.

მაგალითად, კულინარიის მოყვარულები ხშირად აღნიშნავენ, რომ წიწაკის სიცხარეს მისი თესლი იწვევს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, წიწაკის თესლები მცირე რაოდენობით შეიცავს კაპსაიცინს, ნივთიერებას, რომელიც წვის შეგრძნებასა და სიცხარეს იწვევს. სინამდვილეში სიცხარეს წიწაკის თეთრი, ღრუბლისებრი წანაზარდები წარმოქმნის.

უფრო მეტიც, კულინარების ნაწილი მიიჩნევს, რომ მარილიანი წყალი უფრო სწრაფად დუღდება. მართალია, ქიმიური თვალსაზრისით, მარილი ზრდის ადუღების ტემპერატურასა და სიჩქარეს, თუმცა კულინარიაში გამოყენებული მარილის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია მან რაიმე სახის ზეგავლენა იქონიოს ამ პროცესის ტემპერატურასა და სიჩქარეზე.

ალბათ, მარილზე საუბრისას გაგახსენდათ არაერთხელ გაგონილი ფრაზა, თითქოს, ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. თუმცა მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ორგანიზმი მცირე რაოდენობით მარილს საჭიროებს, რადგან ის ეხმარება ორგანიზმში სითხის ბალანსის შენარჩუნებას, რაც, თავის მხრივ, ჯანსაღი არტერიული წნევის დონეს უწყობს ხელს. უფრო მეტიც, მარილი მნიშვნელოვანია კუნთებისა და ნერვული სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.

კულინარიაში მთავარ კომპონენტს ინგრედიენტების გარდა გემოს შეგრძნება წარმოადგენს. საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ცოდნაა, რომ ენის სხვადასხვა უბანი სხვადასხვა გემოს აღიქვამს. თუმცა მეცნიერები ამ დებულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და მიიჩნევენ, რომ ენის ყველა უბანი ყველა ტიპის გემოს შემეცნებაში რაღაც დონეზე მონაწილეობს.

გემოს შეგრძნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს მწეველების მხრიდან ტრადიციული სიგარეტის თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებით ჩანაცვლების პროცესშიც.

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობით სარგებლობს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ თამბაქოს ელექტრო მოწყობილობებსა და სიგარეტს მწეველის ორგანიზმზე ერთნაირი გავლენა აქვს. თუმცა ისინი არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები წვის პროცესს არ იყენებს. შესაბამისად, არ გამოყოფს კვამლსა და ფერფლს. ამრიგად, სიგარეტთან შედარებით, ამცირებს მოწევის დროს გამოყოფილი პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას.

ასევე, ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ყველა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა ერთნაირია. რეალურად კი, დღეს მსოფლიოში მრავალი კომპანია ცდილობს, შექმნას თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობა, რომელიც ხელს შეუწყობს მწეველებს, საკუთარი ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი შეამცირონ და ამისათვის ისინი სხვადასხვა ტექნოლოგიას იყენებენ, რომლებსაც ერთი ფუნდამენტური მახასიათებელი — წვის პროცესის არარსებობა აერთიანებთ.

უდავოა, რომ მწეველთათვის საუკეთესო არჩევანს თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა ის ზრდასრული მომხმარებლები, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას, ისეთ ალტერნატივებს საჭიროებენ, რაც ხელს შეუწყობს მოწევის შედეგად მათი ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას.

მართალია, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ამცირებს ზიანს, მაგრამ ისინი არ არის სრულიად უსაფრთხო, რადგან გამოყოფს ნიკოტინს, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს.

ამის გათვალისწინებით, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ზრდასრული მწეველებისთვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას, ტრადიციული სიგარეტის თამბაქოს უკვამლო ალტერნატივებით ჩანაცვლება უკეთეს არჩევანს წარმოადგენს.

ისეთი უმნიშვნელო ფაქტების ცოდნა, როგორც მარილიანი წყლის ადუღების ტემპერატურა თუ სიჩქარეა, შეიძლება უაზრობად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ საჭიროა ყველა მიღებული ინფორმაციის გადამოწმება. სამეცნიერო ფაქტებსა და კვლევებზე დამოწმებული ინფორმაცია კი შესაძლებლობას მოგვცემს, მივიღოთ უკეთესი არჩევანი, რაც უკეთესი მომავლის შექმნაში დაგვეხმარება.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ დავწეროთ კომპანიის კარგი ისტორია? 5 მარტივი ელემენტი

გორილებმა ყურადღების მისაპყრობად უნიკალური ხმა გამოიგონეს