4
Dec
2017

“მიტოვებული ადგილები საქართველოში” – დავით თაბაგარის ფოტო გამოფენა

4 Dec 2017

მარკეტერი წარმოგიდგენთ ფოტოგრაფ დავით თაბაგარის ციფრულ გამოფენას თემაზე “მიტოვებული ადგილები საქართველოში”. თქვენ იმოგზაურებთ საქართველოში, ადგილებში, რომლებიც არასოდეს გინახავთ.

ცაგერისკენ მიმავალ გზაზე შეგხვდებათ ეს კლდეში აშენებული აკოფი, ამას მხოლოდ კარგად დაკვირვების შემდეგ თუ აღმოაჩენთ იმდენადაა შეხამებული გარემო პირობებს. ალბათ ზუსტად მსგავსი ტაქტიკით უგებდნენ ჩრდილო კავკასიელ მტრებს, რომლების რიცხობრივად ყოველთვის მეტი იყვნენ, სწორედ ზემო სვანეთს და რაჭა ლეჩხუმს უწევდა პირველი დარტყმების თავის თავზე მიღება.

ჭიათურა საინტერესო და უნიკალური მემკვიდრეობით ყოველთის საინტერესო იყო და არის ჩემთვის ეს ერთ ერთ მაღაროზე მიმვალი საბაგიროს გაჩერებიდანაა გადაღებული. შემოდომა განსაკუთრებით უხდება ამ ქალაქს გავრისკე და გავყევი საბაგიროს, თურმე, რა გხვდება ზემოთ….

დღემდე ვერ ვიტყვი, რატომ გადავწყვიტე რომ მაინც და მაინც აქედან უნდა გადამეღო ეს ხედი. მოვდივარ იმ მთიდან, 2 კილომეტრია ფეხით. ჯერ დილის სუსხია… ისე საინტერესოდ ჩანდა 7 სართულზე ჩამტვრეული შუშები და ისეთი პირი უჩანდა, იქიდანაც კარგი ხედი უნდა ყოფილიყო. თან ვჩქარობდი, ყოველი წამი მნიშვნელოვანია მზის ამოსვლისას ყოველ სართულზე ისმოდა სახლის ხმები ზოგან ტელევიზორის, ზოგან ბავშვების, მაგრამ ძირითადად სიჩუმე იყო, ძლივს ავედი 8-ზე, დამძიმებული შევედი ამ ბინაში. ჩანაფიქრში ფანჯრიდან გადაღება მქონდა, მაგრამ იმდენად მომეწონა ხედი, სახლიდან აღარც მიფიქრია ფანჯრიდან გადაღებაზე.

დაქსელილი ჭიათურა. ქალაქის ტერიტორიაზე ბევრგან შეხვებით მსგავს დამცავ ბადეებს, რომლებიც მარგანეცის სატვირთო საბაგიროების ქვეშ კეთდებოდა. როგორც ჩანს, ადრე ამ ბადეებს სავალი გზების და საცხოვრებელი ფართების თავზე აკეთებდნენ, რომ უბედური შემთხვევა თავიდან აეცილებინათ.

სასწაული ადგილი ქალაქ ქუთასში. პირველად აქ თითქმის 20 წლის შემდეგ პირველად მე შევედი. უნიკალური ადგილია, 20 წელი არავინ არ შეხებია არაფერს. რისი გაძარცვაც მოახერხეს, წაიღეს და დაკონსერვდა მას მერე. თითქოს ისევ ის გარემოა, ხალხი რომ მუშაობდა და ყველას თავისი სამუშაო გარკვეული ფართი ჰქონდა. ფოტოებით ამას ვერ გადმოსცემ იქ სულ სხვა გარემოა, სხვა ემოციაა. ალბათ, თუ გინდა მიხვდე, რა შეიძლება იყოს ჩერნობილი, ეს არის ამის საუკეთესო ილუსტრაცია.

დირექტორის კაბინეტი. სადაც დღემდეა შენახული ქაღალდების დასტა. სად გაქრა ეს ხალხი ასე ერთიანად…

დირექტორის კაბინეტი, სადაც დღემდეა შენახული ქაღალდების დასტა. სად გაქრა ეს ხალხი ასე ერთიანად.

გერმანელების დასახლება კატერინენფელდი. 200 წლის წინ ეკატერინეს კეთილი ნებით გადმოუსახლებია გერმანელები დღევანდელ ბოლნისში, სოფელ ასურეთში და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დიდუბის ტერიტორიაზე. ამ ხალხს სოფლის მეურნეობა უმაღლეს დონეზე ჰქონდა მოწესრიგებული, საბჭოთა პერიოდში ყოველთვის მოწინავე ადგილზე იყვნენ ამ კუთხით. 1941 წელს, სტალინის ბრძანებით, ყველა კავკასიელი გერმანელი ყაზახეთში ან ცინბირში გადაასახლეს. მალევე აქ სვანეთიდან და რაჭიდან ჩამოასახლეს ოჯახები, როგორც ჩანს, ეს სახლი ქართველმა მეპატრონეებმაც მიატოვეს და ამ სახითაა შემორჩენილი. მაკვირვებს ამ სახლების მდგრადობა და მშენებლობის გამორჩეული სტილი.

ცივი ომი. პროქტი „რაუნდი“. ამ შენობაში ააგეს კოსმოსური რეფლექტორი, რომელსაც შეეძლო მოწინააღმდეგის ატომური ან ნებისმიერი მოკლე თუ დიდი რადიუსის რაკეტების სტარტის განსაზღვრა გაუვნებელყოფა ისე, რომ არ შესულიყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. პროექტს ქართველი კონსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ მათი პროექტი მისი მნიშვნელობით დღემდე დიდ მიღწევად ითვლება.

ჭიათურაში მრავლადაა მსგავსი მღვიმეები, სადაც უძლესი დროიდან აღესრულებოდა ქრისტიანული მსახურება, თუმცა დღეისთვის მხოლოდ მღვიმევის დედათა მონასტერია შემონახული, ულამაზესია დღესასწაულებზე მრევლის სანთლით განათებული მღვიმე.

ასე მოჩანს დიდგორის ველიდან მყინვარწვერი.

ისევ ჭიათურა. წერეთლის მაღაროდან მარგანეცით დატვირთული ვაგონები მიაქვს ელმავალს გადასამუშავებლად. 2015 წელი.



განხილვა