მარიამ კაპანაძის ანიმაცია “მიტოვებული სოფელი” ანიმაცია 2022 წელსაც წარმატებით განაგრძობს თავის საფესტივალო ცხოვრებას. ის ამჟამად კანში, Cannes Shorts-ზეა ნომინირებული — “საუკეთესო ანიმაციური ფილმის” კატეგორიაში.
ეს უკვე ფილმის მეოთხე დაბრუნებაა ფრანგული აუდიტორიის წინაშე Annecy-ს, Festival Premiers plans d’Angers-ისა და Paris International Animation Film Festival-ის შემდეგ. ამ უკანასკნელ ფესტივალზე ანიმაციამ ორი ჯილდო დაიმსახურა — მაყურებლის და აუდიტორიის. Cannes Shorts-ზე კი გამარჯვებული ფილმი 3 თებერვალს გახდება ცნობილი.
“სასიხარულო და სტიმულის მომცემია ჩემთვის… მინდა, ფილმის მორიგი წარმატება მივულოცო ფილმის შემოქმედებით ჯგუფს. ამასთან, ახლო მომავალში საკონკურსო პროგრამით “მიტოვებული სოფლის” ნიდერლანდური პრემიერა შედგება ამსტერდამში, Kboom International Animation Film Festival-ზე”, — აღნიშნავს მარიამ კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ ანიმაცია “სტუდია კვალი XXI”, კინოცენტრი “ქართული ფილმი აფხაზეთისა” და “საქართველოს ეროვნული კინოცენტრის” მხარდაჭერით შეიქმნა