in

ნახეთ: მიტოვებული ტაძრების ნანგრევების მშვენიერება

ფოტოგრაფისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა წარსულის მშვენიერებასთან შეხვედრა

ზოგიერთი ფოტოგრაფი ინსპირაციას იდეალურად “მოწესრიგებული” გარემოდან იღებს. თუმცა არიან ფოტოგრაფები, რომელთა შემოქმედების წყაროც ხელუხლებელ, ბუნებრივად შექმნილ გარემოში უნდა ვეძიოთ. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა რომან რობროკი, რომლის ნამუშევრებშიც ფოტოგრაფია, არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა და თავგადასავლების სიყვარული ერთიანდება. მისი ერთ-ერთი საოცარი სერია მიტოვებულ ეკლესიებს ეძღვნება.

რელიგიური ნაგებობები, რომლებიც ერთ დროს ხალხის სალოცავს წარმოადგენდა, ბუნების ადგილად იქცა. თითოეულ მათგანს მიტოვების საინტერესო ისტორია აქვს… ფოტოგრაფისთვის კი განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა წარსულის მშვენიერებასთან შეხვედრა.

“ჩემთვის მნიშვნელოვანია ისტორიის მცირე ნაწილის ამ გზით თავმოყრა და ხალხისთვის იმ შენობების კარის გახსნა, რომელსაც ჩვეულებრივ ვერ ხედავენ. ასევე, მე ზოგადად ძველი არქიტექტურის დიდი მოყვარული ვარ. თანამედროვე არქიტექტურა ჩემი საქმე არ არის. ასე კი ძველ არქიტექტურას არ გავიწყებთ…” – ამბობს ფოტოგრაფი.

Zoom Escaper არასასურველი ონლაინ შეხვედრებიდან დაგიხსნით!

როგორ ინარჩუნებენ ფსიქიკურ ჯანმრთელობას ბიზნესლიდერები?