in

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ვადა გახანგრძლივდა

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. რეფორმის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მიერ განცხადებისა და აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საჭირო ყველა მომსახურებას თავად გასწევს.

bog
bog-mob

რეფორმის მიმდინარეობისას, მოქალაქეებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი შემდეგი სერვისები: საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.

მიწის ნაკვეთების დასარეგისტრირებლად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.

„მუქი რომანტიზმი“ ელიზავეტა პოროდინას ობიექტივის გავლით

LG-ის ექსტრავაგანტული ინსტალაცია ლას-ვეგასის ტექნოლოგიურ გამოფენაზე