ბოლო წლების განმავლობაში ვიხილეთ ისეთი მოწყობილობები, როგორიცაა, მაგალითად, ჭკვიანი საათები – ჩვენი სუნთქვისა და სისხლში ჟანგბადის დონის გასაკონტროლებლად. რას იტყვით ტექნოლოგიურად შემუშავებულ სამოსზე, რომელსაც სხვადასხვაგვარ მდგომარეობაში თქვენი მოძრაობის დაფიქსირება შეუძლია? და მან, შესაძლოა, უკუკავშირიც კი მოგცეთ, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოთ თქვენი ტექნიკა.
ეს იდეა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს (MIT) ეკუთვნის – სწორედ აქ შეიმუშავეს ტანსაცმლის ახალი დიზაინი, რომელიც ადამიანის მოძრაობის შესაგრძნობად სპეციალურ ბოჭკოებს იყენებს. სხვა საკითხებთან ერთად, მკვლევრებმა აჩვენეს, რომ მათ ტანსაცმელს შეუძლია ისეთი ფაქტორიც განსაზღვროს, როგორიცაა პოზიცია – ადამიანი ზის, სეირნობს თუ სხვ.
MIT-ის კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის (CSAIL) ჯგუფი აცხადებს, რომ მათი ტანსაცმლის გამოყენება მნიშვნელოვნად წარმატებული იქნება სპორტული ვარჯიშისა და რეაბილიტაციისთვის. პაციენტების თანხმობით, ექიმები გააკონტროლებენ მათ მდგომარეობას, მაგალითად, ვინმე დაეცა თუ უგონო მდგომარეობაშია.
ალბათ, გიჩნდებათ კითხვა, როგორი ვიზუალი ექნება ასეთ სამოსს? ნუ ღელავთ, რობოტებს არ დაემსგავსებით… მკვლევრებმა პროტოტიპების მთელი რიგი შეიმუშავეს, წინდებიდან და ხელთათმანებიდან დაწყებული, ჟილეტით დამთავრებული. მაგალითად, წინდები მოძრაობას პროგნოზირებს, თუ რამდენად კავშირშია ტაქტიკური კვალის სხვადასხვა თანმიმდევრობა სხვადასხვა პოზასთან, როდესაც მომხმარებელი ერთი პოზიდან მეორეში გადადის.
CSAIL-ის მაგისტრანტ იიუე ლუოს თქმით, გუნდის დიზაინის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ბევრი არსებული სატარებელი მოწყობილობისგან განსხვავებით, მისი გამოყენება ტრადიციული ფართომასშტაბიანი ტანსაცმლის წარმოებაშიც შეიძლება. მანქანით შექმნილი ქსოვილები რბილი, სუნთქვადია და მრავალფეროვანი ფორმის მიღება შეუძლია.
“რა თქმა უნდა, ძნელი იყო მასობრივი წარმოების ტანსაცმლის შექმნა, რომელიც დიდი რაოდენობის სენსორების გამოყენებით ძალიან ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის მომხმარებლებს. როდესაც მრავალი სენსორის მასივს იყენებთ, ზოგი არ იმუშავებს, ზოგი სხვებზე უკეთესი იქნება. ამიტომ ჩვენ თვითკორექციის მექანიზმი შევქმენით, რომელიც თვითკონტროლირებადი მანქანების სწავლის ალგორითმს” – ამბობენ მკვლევრები.
საინტერესოა, რომ ახალი დიზაინის გამოყენება სპორტსმენებს საკუთარი პოზის დასაფიქსირებლად თუ აღსაწერად შეუძლიათ, რათა დამწყებებმა მათგან ისწავლონ. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი მკვლევრები იმასაც ვარაუდობენ, რომ ამ სამოსის გამოყენებით რობოტების დატრენინგებას შეძლებენ – ასწავლიან უფრო მეტ ადამიანურ მოძრაობას.
“წარმოიდგინეთ რობოტები, რომლებიც შეხებას შეიგრძნობენ და აქვთ “კანი”, რომელსაც ადამიანის მსგავსი ტაქტილური აღქმა აქვს. მაღალი რეზოლუციის ტაქტილური ტანსაცმელი მრავალ საინტერესო შესაძლებლობას იძლევა…” – აცხადებს MIT CSAIL.