in

დიაბეტით დაავადებულებისთვის ხელოვნური პანკრეასი შექმნეს

დიაბეტით დაავადებულები სხეულში ინსულინის რეგულარულად შეყვანის გამო დისკომფორტს განიცდიან. MIT-ის მკვლევრები კი ახლა მათ ბევრად კომფორტულ გამოსავალს სთავაზობენ. აქ იმპლანტის მოწყობილობებზე უნდა ვისაუბროთ.

M2
M2

თუმცა ეს არც ისე კარგი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ იმუნური სისტემა სხეულის იმპლანტებზე თავდასხმისკენ არის მიდრეკილი, რაც ცნობილია, როგორც უცხო სხეულის პასუხი”, რომელიც ქსოვილის სქელ ფენას აყალიბებს და ინსულინის გამოყოფას უშლის ხელს.

ახლა კი გვეუბნებიან, რომ ეს პრობლემაც გადაჭრეს. თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ როდესაც რბილი რობოტული მოწყობილობა მექანიკურად იყო გააქტიურებული, ის ბევრად უფრო დიდხანს ფუნქციონირებდა, ვიდრე ჩვეულებრივი წამლის მიმწოდებელი იმპლანტები. 

ეს მოწყობილობა პანკრეასის როლს ითავსებს. ყოველ 12 საათში ერთხელ 5 წუთით იბერება და იცლება, რითაც იმუნურ უჯრედებს იმპლანტის გარშემო ქსოვილის შექმნაშიც უშლის ხელს. 

ამ ტიპის მოძრაობას იმპლანტირებული რეზერვუარების სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად და სასურველი შედეგების მისაღებად ვიყენებთ. მას ისეთი წამლის მიწოდება შეუძლია, როგორიცაა ინსულინი და, ვფიქრობთ, რომ ეს პლატფორმა კიდევ უფრო შეიძლება გაფართოვდეს, — ამბობს ელენ როში, მექანიკური ინჟინერიის ასოცირებული პროფესორი.

თეორიის დასამტკიცებლად, მკვლევრებმა „ბიოხელოვნური პანკრეასი“ შექმნეს, აჩვენეს, რომ მისი იმპლანტაცია ადამიანის სხეულში წარმატებით შეიძლებოდა და, მსგავსად, არსებული კონცეფციაც რეალურად აქციეს. 

მომავალში კი მოწყობილობამ ინსულინის დონეებიც უნდა აჩვენოს და ორგანიზმს საჭირო მარაგი მიაწოდოს. ამასთან, ფიქრობენ, რომ ამ ტექნოლოგიას სხვადასხვა ტიპის იმუნოთერაპიისთვისაც გამოიყენებენ, იქნება ეს საკვერცხის კიბოს მკურნალობა თუ გულის შეტევის თავიდან ასაცილებლად საჭირო წამლების მიწოდება. 

როგორ უნდა მოემზადონ მარკეტერები Google Analytics-ის შემდეგი თაობისთვის?

როგორ გამოვიყენოთ ნაკლები მობილური ინტერნეტი WhatsApp-ით დარეკვისას