31 ოქტომბერს Mitsubishi Motors Georgia-მ, ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, გამართა ღონისძიება სახელწოდებით „Spotlight on Mitsubishi Motors“, რომელიც Mitsubishi Motors-ის ახალი ეტაპის დაწყებას მიუძღვნა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ახლოდან გასცნობოდნენ სრულიად ახალ Outlander-ს და ერთობლივად აღენიშნათ ბრენდის განვითარების ახალი მიმართულება ქვეყანაში.
ღონისძიება მიზნად ისახავდა Mitsubishi Motors-ის მუდმივი განვითარების ხაზგასმას და იმ ღირებულებების წარმოჩენას, რომლებზეც ბრენდი წლებია დგას: ინოვაცია, საიმედოობა და მომხმარებელზე ზრუნვა. საბოლოო ჯამში, ღონისძიება იქცა თბილ და საინტერესო შეკრებად, რომელზეც დამსწრე საზოგადოებამ შემდეგი სიახლეები გაიცნო:
ახალი Outlander – გამორჩეული დიზაინი, ტექნოლოგია და კომფორტი

ახალი Outlander წარმოადგენს თანამედროვე დიზაინისა და მოწინავე ტექნოლოგიების იდეალურ შერწყმას. ეს არის SUV, რომელიც აერთიანებს Mitsubishi-ს ყველა დამახასიათებელ ელემენტს, იქნება ეს ძლიერი ხასიათი თუ დახვეწილი სტილი. Outlander შექმნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებენ თავისუფლებას, სტაბილურობასა და კომფორტს.
მისი ოფიციალური გაყიდვები უკვე დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა საუკეთესო დროა, გახდეთ იმ საზოგადოების ნაწილი, ვინც ამ გამორჩეული SUV-ის მფლობელი გახდება საქართველოში.
განახლებული შოურუმი – თანამედროვე სივრცე მომხმარებლისთვის
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა, ასევე, იხილეს Mitsubishi Motors-ის განახლებული შოურუმი, რომელიც ახალი დიზაინით, ეზოსა და პარკინგის სივრცით კიდევ უფრო კომფორტული გახდა. განახლებული სივრცე ხაზს უსვამს ბრენდის იდენტობასა და მომხმარებელზე ზრუნვის მუდმივ პრინციპს.
ერთ-ერთი მთავარი სიახლე იყო პიკაპის ზონა, სივრცე, რომელიც მთლიანად Mitsubishi L200-ის მოდელებს ეძღვნება. ეს არის ადგილი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ახლოდან გაეცნონ ბრენდის ყველაზე გამძლე და მძლავრი მოდელების შესაძლებლობებს.

გარდა ვიზუალური განახლებებისა, Mitsubishi Motors Georgia უახლოეს პერიოდში დანერგავს რიგის მართვის ახალ სისტემას, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს წინასწარი ჯავშნის შესაძლებლობას, უფრო ეფექტურ მომსახურებასა და შეუცვლელ ხარისხს, სწორედ იმ ხარისხს, რომელიც Mitsubishi Motors-ის სახელთან არის დაკავშირებული.

კომპანიის შესახებ
შპს „კავკასუს მოტორსი“ — Mitsubishi Motors-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში 2013 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ცნობილი იაპონური ბრენდის უახლესი მოდელების სრულ სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და სანდო ავტოსერვისს.
Mitsubishi Motors Georgia — ინოვაცია, საიმედოობა და მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილება.

[პარტნიორის კონტენტი]










