in

Mitsubishi-მ ქალი მძღოლებისთვის სიტყვას მნიშვნელობა შეუცვალა!

Mitsubishi Motors-მა ტრანსფორაციული სვლა შემოგვთავაზა — Michaelis-ის ლექსიკონში სიტყვა pilota-ს მნიშვნელობა შეცვალა. თუ ვერ ხვდებით რაზეა საუბარი, გეტყვით, რომ ბრაზილიაში მამრობითი სქესის აღმნიშვნელი სიტყვები O ხმოვნით მთავრდება, მდედრობითში კი A ხმოვანი გვხვდება. ამგვარად, თუ აქამდე pilota დამარცხებასა და დანაკლისს უკავშირდებოდა, ახლა ლიდერობისა და ქალების გაძლიერების სიმბოლოდ იქცა. ამ ინიციატივამ ათასობით ადამიანი შეკრიბა სოციალურ მედიაში და ასე გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაც წინ წამოწია. 

BOG

შედეგად, თუ ადრე უარყოფითი კონოტაციების მატარებელი იყო და არსებულ სტერეოტიპებსაც აღვივებდა, დღეს pilota ასახავს ქალებს, რომლებიც ატარებენ მანქანებს და მონაწილეობას იღებენ რბოლებში, თვითმფრინავებსა და გემებს უძღვებიან და ლიდერის პოზიციას იკავებენ სხვადასხვა სფეეროში. თუმცა ეს მხოლოდ სემანტიკური ცვლილება არ გეგონოთ, მნიშვნელოვან წინსვლას ასახავს გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლაში, განსაკუთრებით კი მოტოსპორტში.

ამგვარად, კამპანიას პირდაპირ Woman Driver-ის სახელით გვაცნობენ, რაზე მუშაობაც სარეკლამო სააგენტო Tech and Soul-ს მიანდეს:

შეცვალე შენი ზაფხული | ლიბერთიმ სამომხმარებლო სესხებზე ახალი კამპანია დაიწყო

რა ვქნათ, თუ ჩვენი ხელმძღვანელი მიკრომენეჯერია