იტალიურმა ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდმა Miu Miu ახალი რეკლამა ზამთრის დღესასწაულებს მიუძღვნა. ვიდეორგოლის მთავარი გზავნილია „უფრო მეტი Miu Miu“ (“More Miu Miu“), რითიც კომპანია, მომხმარებლებს, საშობაო და საახალწლო საყიდლებზე ეპატიჟება.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=u_O1Lf7pBqs[/embedyt]
Miu Miu-ს სადღესასწაულო რეკლამა რეჟისორმა გორდონ ფონ შტაინერმა გადაიღო. ვიდეო მე-20 საუკუნის შუა წლებში პოპულარული არტ – ჰაუსისა და ავანგარდული კინოს ელემენტებს აერთიანებს. მთავარ როლს ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი ელ ფანინგი ასრულებს. ასევე მონაწილეობენ მოდელები: ენიოლა აბიორო, ოლივია ფორტე და სხვ.











