in

“ვაა, ეს როგორ არ ვიცოდი”… – ტერაბანკის კამპანია “მივდივართ საქართველოში”

ტურიზმი ერთ-ერთია იმ სფეროთაგან, რომლებზეც პანდემიის ზეგავლენა განსაკუთრებით დრამატულად აისახა. საზღვრების ჩაკეტვის შედეგად, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, ტერაბანკმა, სააგენტო watergunz-თან ერთად, წამოიწყო კამპანია სახელწოდებით “მივდივართ საქართველოში”.

 

ზოგადად, მოგზაურთა დიდი ნაწილი საქართველოს მოვლას, საზღვარგარეთის მონახულებას ამჯობინებს. თუმცა ჩვენს ქვეყანაშიც არანაკლებ საინტერესო სანახაობებს, ადგილებსა თუ ადამიანებს შეიძლება გადააწყდე. თითქოს, ეს ამბავი ყველამ ვიცით, მაგრამ ხშირად გვავიწყდება ხოლმე. ახალი კამპანიით ხალხისთვის სწორედ ამის შეხსენება გვინდა,” – დეტალებზე watergunz-ის ქოფირაითერი ანუცა ჟორჟიკაშვილი და ტერაბანკის მარკეტინგის მენეჯერი ანა მარგიანი გვესაუბრნენ.

M: რა იყო თქვენი, როგორც სააგენტოს მთავარი ამოცანა?

კამპანიის ბრიფზე მუშაობისას ბევრს ვფიქრობდით, რა არის ის მამოძრავებელი მუხტი ყველა სამოგზაურო ციებცხელებას რომ ახლავს თან. რას ველოდებით მოგზაურობისას განსაკუთრებულს, ან რატომ მიგვიწევს უცხოეთში ასე ძალიან გული?

M: როგორი გადაწყვეტა მოუძებნეთ ბრიფს?

საბოლოოდ, მარტივ მიზეზებამდე მივედითრაც უფრო განსხვავებულია ესა თუ ის ლოკაცია უკვე ნანახისგან, მით უფრო სასურველი გვეჩვენება. იქ ყველაფერი ახალია ჩვენთვისხედიც, ჰაერიც, გემოებიც, ადამიანებიც, ხმებიც, ენაცუცხოეთში გამძაფრებულ განცდებს ვეძებთ ხოლმე. არადა, საქართველო, თავისი ტურისტული პოტენციალით, იმდენად მრავალფეროვანია, რომ ყოველ ჯერზე იპოვი ადგილს, რომელიც აუცილებლად გათქმევინებს: “ვაა, ეს როგორ არ ვიცოდი”, “ეს როგორ გამომრჩა!”

M: რა შეიქმნა კამპანიის ფარგლებში?

კამპანიის ფარგლებში, ოთხი სხვადასხვა რეგიონის მარშრუტი შევქმენით, რომლებსაც მოკლემეტრაჟიანი საავტორო გადაცემების სახით ნახავთ. სერიები ზაფხულის განმავლობაში, ტერაბანკის Facebook გვერდზე განთავსდება  და შესაძლებლობას მოგცემთ  ჩვენთან ერთად აღმოაჩინოთ თავგადასავლებით სავსე უცხო საქართველოგვინდოდა რეგიონების მრავალფეროვნება სახასიათოდ გვეჩვენებინა. სწორედ ამიტომ, გადაცემებზე 4-მა სხვადასხვა რეჟისორმა, აუდიტორიისთვის საყვარელ წამყვანებთან ერთად იმუშავა. ჩვენი ტერაგიდები მწერალი დათო გორგილაძე, გიორგი კეკელიძე, წამყვანი ნუცა გამცემლიძე და იაპონელი ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა იქნებიან. საბოლოოდ, ერთმანეთისგან განსხვავებული, მოკლემეტრაჟიანი საავტორო გადაცემები მივიღეთ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მიმობნეულ დამალულ მარგალიტებამდე მისასვლელ გზებზე მოგვითხრობენ. როგორი საუცხოოც არ უნდა იყოს ადგილი, თუ იქამდე მისასვლელი გზა არ იცი, მონახულების სურვილი ისევ სურვილად დარჩება. სწორედ ამიტომ, ეს მარშრუტები Google Mapsზეც დავიტანეთ. ისღა დაგრჩენია, ჩალაგო ჩანთა და შენთვის შექმნილი მარშრუტები გახსნა. გამოგვყევი აღმოჩენებით სავსე გზაზე, მივდივართ საქართველოში.

შეგახსენებთ, ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ტერაბანკმა 2019 წელსაც წამოიწყო კამპანია “ტერაბანკი მოგზაურებისთვის”, რომელიც უცხოელი ტურისტებისა და ადგილობრივების საქართველოში მოგზაურობით დაინტერესებას ისახავდა მიზნად.

კრედიტები:

Agency – watergunz

Client – ტერაბანკი

Production Company – Enkeny Films • ენკენი ფილმს

Creative Director – ბაჩო მებურიშვილი

Copywriter – ანუცა ჟორჟიკაშვილი

Strategists – მარიამ მიქელაშვილი, ელენე გუგუშვილი

Art Directors- ნათია ჯაბანაშვილი, ბაია ლომსაძე

Graphic Designer – თეკლა ბარამაშვილი

Account Manager – თათია ჯიქია

Project Manager – ნინი დვალიშვილი

CG Artist – სალომე მელაძე

Production – 

რაჭა 

Presenter – გიორგი კეკელიძე

Director/DoPოთო ნიკურაძე

Producer- სოფო ორჯონიკიძე

აჭარა

Presenter – დავით გორგილაძე

Director/DoPლუკა ნაკაშიძე

Producer- თამი მორჩილაძე

Sound Editor – გიორგი გოგინაშვილი

სამეგრელო

Presenter – ნუცა გამცემლიძე

Director/DoPსაბა შენგელია

Producer- ინა მარგველაშვილი

Photographer – ანი ყაჭეიშვილი

მესხეთი

Presenter – იასუჰირო კოჯიმა

Director/DoPთორნიკე შენგელია

Producer- ნინი დვალიშვილი

Drone – თორნინკე ზიზიაშვილი

Editing – Buro

Color Correction – ომარ გელაშვილი

Sound Editor – ბაჩო გვეტაძე

Special thanks to Bedford falls

“თუ გსურს, საკუთარ გზაზე დადგე, დარწმუნდი რომ საკუთარი კარიდან გადიხარ გზის დასაწყისში” – ტატო ახალკაციშვილი

ლუგარის ლაბორატორიის დასკვნით, საქართველოში დამზადებული ელექტრონიღაბი ინფექციების პრევენციისთვის ეფექტურია