in

მივიწყებული Skype წლის განმავლობაში სრულ განახლებას მიიღებს!

ცვლილებები ეხება როგორც ვიზუალს, ისე მახასიათებლებს

veon
veon

Microsoft-მა ბევრი ჩვენგანისგან მივიწყებული Skype-ის რედიზაინი აღწერა, როგორც “გაუმჯობესებული, სწრაფი, უფრო საიმედო და ულტრათანამედროვე”. განახლება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ეტაპობრივად შესრულდება.

ერთ-ერთი ცვლილება ე. წ. “ზარის ფაზას” ეხება. განყოფილება, რომელსაც ხმოვანი საუბრის დროს ხედავთ, მალე ყველა მონაწილეს მოიცავს – არ აქვს მნიშვნელობა, ექნებათ თუ არა მათ კამერა ჩართული. ეს გაგიადვილებთ იმის დანახვას, თუ ვინ გელაპარაკებათ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის ვიდეო იხილოთ.

გარდა ამისა, მაიქროსოფთი პერსონალიზაციას მნიშვნელოვნად აფართოებს. განახლების მიღებისთანავე, შეგეძლებათ, ნებისმიერი სახის თემა და განლაგება შეარჩიოთ – ამრიგად, აპლიკაცია თქვენს გემოვნებასა და საჭიროებებს სრულად მოერგება. თანაც, როგორც ცნობილია, ახალი თემები საკმაოდ ლამაზი და ფერადია. მიუხედავად იმისა, რომ ფერები არ შეცვლის ფუნქციონირებას, რომელსაც სკაიპი გთავაზობთ, მათ შეუძლიათ ოდნავ გააუმჯობესონ თქვენი განწყობა…

რაც შეეხება მახასიათებლებს, აპლიკაციაში კონფიგურირებადი შეტყობინებების ხმები უკვე ხელმისაწვდომია. ასევე, სიახლეს წარმოადგენს TwinCam ფუნქცია – იგი საშუალებას მოგცემთ, ზარზე თქვენი მობილურის კამერა დაამატოთ.

“მართალია, დიზაინის ცვლილებები ძალიან გვიყვარს, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს საკმარისი არ იქნებოდა. არამედ, პროდუქტიულობის გაზრდაზე გვჭირდებოდა ფოკუსირება” – აცხადებს კომპანია. სწორედ ამის შედეგია ისიც, რომ დესკტოპის ვერსია 30%-მდე გაუმჯობესებული სახით მუშაობს.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – არის თუ არა ეს ცვლილებები საკმარისი იმისათვის, რომ ხალხმა უარი თქვას ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Zoom, Google Meet, Microsoft Teams? ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს…

ლეგენდა, სახელად RollsRoyce Silver Ghost – 110 წლის შემდეგ, ის ლონდონიდან ედინბურგში კიდევ ერთხელ ჩავიდა

მეცნიერებს ადამიანის ტვინის ასლის კომპიუტერულ ჩიპზე გადატანა სურთ