in

მიწისძვრის პროგნოზირებას 2 საათით ადრე შეძლებენ — კვლევა

შესაძლოა, სულ ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიეს მიწისძვრის პროგნოზირების კუთხით. ეს წინსვლა გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) მონაცემების ბოლოდროინდელი ანალიზის წყალობითაა განპირობებული — მკვლევრებმა მსოფლიოს მასშტაბით დაფიქსირებული 100 ასეთი შემთხვევა შეისწავლეს, რის შედეგადაც ე. წ. წინამორბედი ფაზა გამოავლინეს. ეს უკანასკნელი მიწისძვრამდე ორი საათით ადრე ფიქსირდება.

M2
M2

ცხადია, კვლევის შედეგებმა ექსპერტების დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან მიწისძვრების საიმედო წინამორბედი სიგნალის მიკვლევა საკმაოდ რთულ მიზანს წარმოადგენს. მოკლევადიანი პროგნოზირება, რომელიც გეოფიზიკურ წინამორბედ კვლევებზეა დაფუძნებული, ნაკლებად ეფექტიანია დახმარების კუთხით. ამჟამად კვენტინ ბლეტერიმ და ჟან-მატიუ ნოკეტმა კომპლექსური კვლევა ჩაატარეს. მსოფლიოში 3026 გეოდეზიური სადგურის მაღალი სიჩქარის GPS-ის გამოყენებით, გაზომეს ხარვეზები და ნელი სეისმური გადახრები. სწორედ ამ ანალიზმა გამოავლინა სიგნალი, რომელიც დიდ მიწისძვრებამდე ფიქსირდებოდა.

თუმცა, მიუხედავად ამ იმედისმომცემი აღმოჩენებისა, მკვლევრებმა კრიტიკულ გამოწვევაზეც ისაუბრეს — კერძოდ, ამჟამინდელ სენსორების, რომლებიც მიწისძვრების მონიტორინგისთვის გამოიყენება, წინამორბედი ფაზის დასაფიქსირებლად მაქსიმალური სიზუსტე და დაფარვა არ გააჩნია. ხოლო თუ მათ უკეთესი აპარატურით განაახლებენ, პროგნოზებიც მეტად ზუსტი გახდება.

„გადაიხადე Mastercard-ით საკომისიოს გარეშე“ – Pay.ge-ისა და Mastercard-ის ერთობლივი აქცია განახლდა!

ორმაგი ფასდაკლების კვირეული Dressup.ge-ზე! – შეიძინეთ ზაფხულის ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიები ონლაინ