in

ახლო მომავალში მიწისძვრის პროგნოზირება იქნება შესაძლებელი!

მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა ახალი ინიციატივა წამოიწყო

მიწისძვრები, ისე როგორც ელვა, არაპროგნოზირებადია. ამასთან, დედამიწის ტექტონიკური ფირფიტები საგულისხმო გაფრთხილებებს შეიცავს, რომელთა გაანალიზებაც მეცნიერებს მნიშვნელოვნად დაეხმარება საზოგადოების, ინფრასტრუქტურისა და ადგილობრივი ეკონომიკის დაცვაში.

M2
M2

ათწლეულების განმავლობაში მეცნიერებს უჭირდათ მიწისძვრის კერების საიმედო პროგნოზების გაკეთება. თუმცა ახლახან მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა, ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, ახალი ინიციატივა წამოიწყო. “ფიზიკაზე დაფუძნებული პროგნოზი არის ის, რის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ” – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ტორსტენ ბეკერი.

ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSF) მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი პროექტი ახალ გამომთვლელ ინსტრუმენტებს, პროგრამულ უზრუნველყოფას და სასწავლო მასალებს შეიმუშავებს – ისინი პროგნოზირების მოდელირებაზეა ორიენტირებული. ასევე, გუნდი გაწვრთნის სტუდენტებს, ჩაატარებს ვორქშოფებს და ახალი გამოთვლითი გეოფიზიკის ნიჭს აითვისებს.

საბოლოო მიზანი ასეთია – კომპიუტერული მოდელები, რომლებსაც შეუძლიათ, წინასწარ განსაზღვრონ მიწისძვრის ალბათობა და მისი სავარაუდო ზემოქმედება. ეს, დაახლოებით, ამინდის პროგნოზირების მსგავსია, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ფართო მასშტაბებია. 

მართალია, ბეკერი მიწისძვრის პროგნოზირებას დროის მცირე ინტერვალში არ ვარაუდობს, მაგრამ მიიჩნევს, რომ იდეა ტექნიკურად განხორციელებადია. თუმცა სრულყოფილი შედეგის მიღებამდე ძირითადი კომპონენტების შესწავლაა საჭირო – მიწისძვრის ფიზიკა და მათი თანდაყოლილი გაურკვევლობის გააზრება.

UT მეცნიერები უნივერსიტეტებისა და ეროვნული ლაბორატორიების მკვლევრებთან გაერთიანდნენ, რომლებიც მიწისძვრის სამ წყაროზე მუშაობენ – შეერთებული შტატები, ახალი ზელანდია და იაპონია. შერჩეული ადგილები ისეთ ზონებს წარმოადგენს, სადაც ტექტონიკური ფირფიტები ერთმანეთს ხვდება. თავის მხრივ, მათზე დაკვირვება მკვლევრებს დაეხმარება, გაარკვიონ, რა პირობებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მიწისძვრის ალბათობის გადაწყვეტისას.

საგულისხმოა ისიც, რომ ამ ზონების შესწავლა საკმაოდ რთულია, რადგან, როგორც წესი, ღია ზღვაშია განლაგებული და ღრმა გეოლოგიურ ძალებს ამოძრავებს. ამ უკანასკნელს ასობით მილიონობით წელიწადი სჭირდება, რათა ფართო მასშტაბებზე გავრცელდეს. სწორედ ამიტომ, მკვლევრები ხარვეზებისა და მათი ტექტონიკური მდგომარეობის სიმულაციისთვის კომპიუტერებს მიმართავენ.

“ეს ცოტათი პანდემიის ალბათობის გამოთვლას ჰგავს. თქვენ არ შეგიძლიათ იცოდეთ, როდის და სად დაფიქსირდება შემდეგი შემთხვევა, მაგრამ შეგიძლიათ, ის ფაქტორები დაათვალიეროთ, რომლებიც სიმულაციას უწევს განვითარებას” – ამბობს ლორა უოლესი, ტეხასის უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მომდევნო თაობის გამოთვლები მნიშვნელოვნად დაეხმარება საზოგადოებას დამანგრეველი შედეგების თავიდან აცილებაში.

მამაკაცი მეორე მსოფლიო ომის გერმანული ტანკის ფლობისთვის $293 972-ით დაჯარიმდა!

კამპანია #IZICARE-ის ფარგლებში, აცრილი მოქალაქეები IZIPIZI-ს სათვალეებზე ფასდაკლებით ისარგებლებენ