in

2028 წლისთვის მიწოდების სერვისში Udelv-ის 35 000-მდე ავტონომიურ მანქანას ვიხილავთ

ეს მიზანი Mobileye-სა და Udelv-ის თანამშრომლების ფარგლებში განხორციელდება

veon
veon

Intel-ის “შვილობილ” კომპანია Mobileye ავტონომიური მანქანის შექმნაზე მუშაობს! კომპანიამ Udelv-თან დადო ხელშეკრულება, რათა მისი მანქანა საკუთარი თვითმართვადი სისტემით უზრუნველყოს. როგორც ცნობილია, 2028 წლისთვის 35000-მდე ავტონომიური ავტომობილის მოხმარებაში ჩაშვებაა დაგეგმილი. თუმცა უშუალოდ კომერციული საქმიანობა უკვე 2023-ში დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ორივე კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. Udelv-მა Mobileye-ის თვითმართვადი სისტემის მიღება და ავტონომიურ მიწოდებაზე ფოკუსირება აირჩია და როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებას ბევრი ენდობა… Donlen-მა, აშშ-ს კომერციული ფლოტის სალიზინგო და მენეჯმენტის კომპანიამ, პირველი წინასწარი შეკვეთა გააკეთა, რაც Udelv-ის 1000 მანქანას მოიცავს. 

“Mobileye-სთან პარტნიორობით, Udelv-ს შეუძლია, თავისი რესურსებზე 100%-იანი კონცენტრაცია მოახდინოს, ბიზნეს პროგრამის სრულყოფისათვის. Mobileye კი, თავის მხრივ, სწრაფი მასშტაბირების ინსტრუმენტს უზრუნველყოფს. ეს ორივესთვის მომგებიანი სიტუაციაა” – აღნიშნავს Udelv-ის აღმასრულებელი დირექტორი, დენიელ ლორი. 

Mobileye Drive სისტემა “მგრძნობიარე” ქვესისტმებზეა დაფუძნებული, როგორიცაა კამერა, რადარი და LIDAR ტექნოლოგია. ასეთი ტიპის მანქანას ე. წ. მეოთხე დონის თვითმართვა შეეძლება, რაც ყველა ოპერაციის ადამიანის გარეშე გამკლავებას გულისხმობს. ასევე, მას მოჰყვება ოთხი მიმართულების ოთხმრივი საჭე, LED ეკრანები და საქონლის სპეციალური განყოფილებები.

Mobileye-ის ბოლოდროინდელ საქმიანობას თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ყოველი მათგანი თვითმართვადი სისტემების ამბიციურ გეგმას ემსახურება. მაგალითად, 2022 წლის დასაწყისში კომპანია ისრაელში ავტონომიური ტურისტული სერვისის ოპერირებას გეგმავს.

დროფერი – „მეამას“ ყავა შენს ოფისში

დასაქმების პროგრამა ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის, ვინც პანდემიის გამო, სამსახური დაკარგა