თუ თქვენს ტვიტებში ფოტოსთან ერთად სახალისო Gif-ის დამატებაზე გიფიქრიათ, ახლა ამას მარტივად შეძლებთ. დიახ, Twitter-მა ეს შეზღუდვა მოხსნა და განაცხადა, რომ ერთ ტვიტში უკვე GIF-ების, სურათებისა და ვიდეოების გაერთიანებას შეძლებთ. თქვენ 4-მდე კომბინაციის გაკეთების საშუალება გექნებათ, მაგალითად 2 ფოტო, 1 ვიდეო და 1 Gif.
ე. წ. შერეული ტვიტის შედგენისას, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებთ, საკმარისია დააჭიროთ Media-ს ან GIF-ის ნიშანს და აირჩიოთ კონტენტი, რომლის გაზიარებაც გსურთ. უბრალოდ დარწმუნდით, რომ დაამატეთ ALT ტექსტი, რათა ის ხელმისაწვდომი გახადოთ ადამიანებისთვის, რომლებიც ეკრანის წამკითხველებს იყენებენ.
შერეული კონტენტის მქონე ტვიტის დადებას როგორც iOS-ზე, ისე Android-ზე შეძლებთ, მაგრამ განახლება ჯერჯერობით Windows-სა და Mac-ზე არ ვრცელდება. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ტიპის კონტენტის მქონე ტვიტების ნახვა ყველა პლატფორმაზეა შესაძლებელი.