in

Voyager – შერეული რეალობის სათვალე, რომელიც უცხო ქალაქებში დახმარებას გაგიწევთ

ალბათ, ერთხელ მაინც გქონიათ სიტუაცია, როდესაც ჩადიხართ სრულიად უცხო ქალაქში, წარმოდგენა არ გაქვთ სად რა არის – რომელი ქუჩა სად წაგიყვანთ, ან როგორ წაგიყვანთ… იყურებით დაბნეული თვალებით და ვერც ვერაფერს შველით თქვენს სიმორცხვეს – “როგორ ვკითხო, სად ვარ, სად წავიდე?”

Voyager-ის შერეული რეალობის სათვალე სწორედ იმისათვის შეიქმნა, რომ ადამიანებს გაუადვილდეთ ნებისმიერ ქალაქში გზის გაგნება, დანიშნულების ადგილამდე მისვლა, რაც თავისმხრივ ტურისტების გამოცდილებას გააუმჯობესებს. თქვენ შეგიძლიათ, სათვალის მეშვეობით გადაიღოთ სასურველი ფოტო ან ვიდეო, გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებსა თუ ახლობლებს.

თუ თქვენ არ გსურთ მისი შეძენა, რაც გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. როგორც ამბობენ, მალე მათ ვიხილავთ ტურისტულ სააგენტოებშიც, სადაც დროებით ქირაობა შეგეძლებათ.

მისი შემქმნელები არიან Seunghye Han, Sieun Roh  და Soomin Son, ჰონგიკის უნივერსიტეტის ინდუსტრიული დიზაინის დეპარტამენტის სტუდენტები.

ლიონელ მესის რეკორდს „ბუდვაიზერმა“ სპეციალური კამპანია მიუძღვნა

2020 წლის მსოფლიოს 10 საუკეთესო სამუშაო ოფისი