1
Aug
2019

#მიყევიგულს და ბოლომდე შეიგრძენი ზაფხული!

1 Aug 2019

„ზაფხული ხომ ის პერიოდია, როდესაც გული უფრო სწრაფად იწყებს ფეთქვას, უფრო მეტად ვართ ღია თავგადასავლებისა და სიახლეებისთვის, უფრო მეტი რამის გაკეთების, გაბედვის სურვილი გვიჩნდება, რაზეც შეიძლება თავი შევიკავოთ სხვა დროს?! – გულიდან წამოსულ სურვილებს ყოველთვის ბედნიერება მოაქვს. ჩვენს შემთხვევაშიც ასეა, უბრალოდ, #მიყევიგულს და ბოლომდე შეიგრძენი ზაფხული“, – სალი კვირკველიძე, გალერია თბილისის ბრენდ მენეჯერი.

გასულ წელს, ქალაქის გულმა, იგივე „გალერია თბილისმა“ მომხმარებლებთან საკომუნიკაციოდ, იმისთვის, რომ მათ ცნობიერებაში ბრენდის მიმართ სწორი აღქმა ჩამოყალიბებულიყო – მოლის, როგორც მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრისა და ყოველდღიური დანიშნულების ადგილად პოზიციონირება გამყარებულიყო და ასევე, ბრენდის მიმართ ლოიალობა გაზრდილიყო, კამპანია „ზაფხულის გული“ შემოგვთავაზა.

წელს კი, იმის გათვალისწინებით, რომ „ბრენდს, აქამდე მკაფიოდ არ უსაუბრია საკუთარ ღირებულებებზე, რომელიც მომხმარებელთან უფრო დააახლოებდა“ მას, ემოციებზე აგებული კამპანია – #მიყევიგულს წარმოგვიდგინა.

ტრადიციულად, კამპანიაზე სააგენტო Watergunz-მა იმუშავა:

ყველაფერი, რა ფუნქციური უპირატესობაც „გალერია თბილისს“ აქვს, ვეცადეთ, კომუნიკაციაში ისე გადმოგვეთარგმნა, რომ ბრენდის ღირებულებები გამოჩენილიყო. კამპანიის მიზანიც სწორედ აქედან გამომდინარეობს, გალერია თბილისის, როგორც „ზაფხულის საუკეთესო და ერთგული კომპანიონის“ პოზიციონირება. watergunz-ის ამოცანაც სწორედ ბრენდის ემოციური მხარის წინ წამოწევა და მისი მომხმარებლებთან უფრო დაახლოება იყო, – თოი, კამპანიის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი.

როგორც სალი კვირკველიძე მარკეტერთან საუბრისას აღნიშნავს, #მიყევიგულს და ბოლომდე შეიგრძენი ზაფხული – „ეს ის კონცეფციაა, რომელიც საუკეთესოდ მოერგო ჩვენს ამოცანას. ჩვენ ქალაქის გული ვართ, ჩვენი გული კი მათთვის, თბილისის მოქალაქეებისთვის ძგერს… გული კი ყველაფერს პირველი გრძნობს“.

რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორ გადაჭრა სააგენტომ დასმული ამოცანა, თოი გვპასუხობს:
მომხმარებლები ინტერესების მიხედვით დავყავით და სამი კატეგორია შევარჩიეთ: ჰარმონიის, თავგადასავლებისა და გართობის მოყვარული ადამიანები, მათ კი „გალერია თბილისმა“, შეიძლება ითქვას, მზა რეცეპტები შესთავაზა საუკეთესო ზაფხულის დასაგეგმად.

„გაათენე ღამე კარავში“, „გაისეირნე ნავით“, „შეხვდი მზის ამოსვლას“… – კამპანიის გამხსნელი ვიდეორგოლით, სააგენტო ზაფხულის ემოციების ვიზუალიზაციას შეეცადა და როგორც თავადვე ამბობენ, „შეგრძნებები ზუსტად მოიტანა და ბევრი ადამიანი დააფიქრა, რა უნდა გაეკეთებინა ზაფხულში“.

პირველი ორი კვირის განმავლობაში, კამპანია, ძირითადად, ციფრულ არხებს იყენებდა აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ. შემდეგ კი გაჩნდა ზაფხულის აუცილებელი ატრიბუტებით შექმნილი პოსტერები და ჩანთები, რომლის აღების პრინციპი ჩეკებზე იყო მიბმული. მინიმუმ, 150 ლარიანი შენაძენის შემთხვევაში, მომხმარებელს ის საჩუქრად გადაეცემოდა.

მარაგი საკმაოდ სწრაფად ამოიწურა და შესაბამისად, კამპანია მეორე ეტაპზე გადავიდა, რომელიც აქტივობების შესრულებას გულისხმობს და ეს პროცესი ამჟამად მიმდინარეობს, – სალი კვირკველიძე.

პირველი 150 მომხმარებელი, რომელიც ჩანთებზე დატანილი 10 აქტივობიდან ნაწილს მაინც შეასრულებს და ჩანთასთან ერთად, პროცესის ამსახველ ფოტოებს გააზიარებს ჰეშთეგით #მიყევიგულს, კავეასა და ბოულინგის ვაუჩერებით დასაჩუქრდება.

ხოლო პირველი სამი მომხმარებელი, ვინც სრულად შეასრულებს რომელიმე კატეგორიის: ჰარმონია, გართობა, თავგადასავალი – ათივე აქტივობას, შესაბამის მთავარ პრიზს მიიღებს.

სალი კვირკველიძე: ჩვენი კამპანიის მეშვეობით გვინდოდა, „გალერია თბილისი“ ჩვენი მომხმარებლებისთვის ყოფილიყო ზაფხულის აქტიური, ჰარმონიული თუ პასიური დასვენების საუკეთესო მრჩეველი. გვჯერა, რომ მათ, ვინც მიყვება გულს და მოცემულ აქტივობებს შეასრულებს, აუცილებლად დადებითი ემოციებით დატვირთული შეუდგება სამსახურს.

ზაფხულს ერთი რამ ახასიათებს – ის ძალიან სწრაფად გაივლის ხოლმე. ამიტომ აუცილებელია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს პერიოდი, რაც შეიძლება სასიამოვნო შეგრძნებების გამოსაცდელად.

Сredits:
Agency – watergunz
Client – Galleria Tbilisi
Production Company – Enkeny Films
Creative Director – Bacho Meburishvili
Executive Creative Director – Toy Rua Toidze
Art Director & Illustrator – Natia Jabanashvili
Graphic Designer – Tekla Baramashvili
CG Artist – Akaki Kapanadze
Account Managers – Tatia Jikia, Irinka Chirakadze
Strategists – Mariam Mikelashvili, Elene Gugushvili
 
Direction, Direction of Photography & Editing – Cøllaba (Yugo Morris, George Tyebcho)
Producers – Sopho Orjonikidze, Beqa Kirtava
Production Coordinator – Mariam Khidirbegishvili
Production & Costume Designers – Melano Zibzibadze, Nino Daraselia
Assistant Production & Costume Designers – Nato Metreveli, Dato Daraselia
Make-up Artist – Eka Chikhradze
 
Casting Agency – Endling_official

განხილვა