in

Mizano – თბილისში ბადმინტონის დახურული კორტები გაიხსნა!

თბილისში ბადმინტონის დახურული კორტები –  Mizano  გაიხსნა. ნებისმიერ ამინდში ყველა მსურველს აქ როგორც ერთჯერადი ვიზიტის დაჯავშნა შეუძლია მეგობართან ან მეგობრებთან ერთად სათამაშოდ, ასევე პროფესიონალი მწვრთნელის დაქირავება, რათა მეტი ფიზიკური დატვირთვითა და სპორტული ბადმინტონის თამაშით კარდიოვარჯიში ჩაანაცვლოთ. როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, ბადმინტონი მართლაც არის კარდიოს საუკეთესო ალტერნატივა, რომელიც მოთამაშეს სხეულის ფორმის გაუმჯობესებაში ეხმარება. თამაშისას 1 საათში იწვება 480 კალორია – ეს ყველა სხვა სპორტზე მაღალი მაჩვენებელია.

 
თუ მეწყვილე არ გყავთ, თამაში სპეციალურ მოწყობილობასთანაც შეგიძლიათ, რომელიც ელვის სისწრაფით ისვრის ვოლანებს და ტემპს ინარჩუნებს თქვენი მეტი მოძრაობისთვის. ეს მიზანოს კიდევ ერთი უპირატესობაა.

როგორც Mizano-ს დამფუძნებლები ამაყად აცხადებენ, ბადმინტონი ოლიმპიური სპორტია და ღირსეულ ადგილს იმსახურებს ჩვენს ქვეყანაშიც. ინდოეთში აღმოჩენილი სახეობა სწრაფად მოედო ევროპას და განსაკუთრებით ინგლისს 19-ე საუკუნეში, სადაც დაიხვეწა და პროფესიონალურ სპორტად იქცა. საქართველოში ბადმინტონი საბჭოთა კავშირის დროს გამოჩნდა და განსაკუთრებით პოპულარული იყო, თუმცა დღეს ამ სპორტზე ინფორმაცია საზოგადოებას მასობრივად მაინც სამოყვარულო დონეზე შემორჩა. ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაშიც აქტიურად ტარდება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო პრესტიჟული ტურნირები. ყველაზე პრესტიჟული მათ შორის არის „თომას თასი”  მამაკაცებისთვის და „უბერის თასი”  ქალებისთვის.

Mizano-ში პროფესიონალი მწვრთნელები ზრდიან 6-16 წლამდე ახალ თაობასაც, რომლებსაც სულ მალე სწორედ ზემოთხსენებულ საერთაშორისო ტურნირებზე გასვლის პოტენციალი ექნებათ. ბავშვებისთვის ეს სპორტი აქტიურ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს და დისციპლინას, რაც ყველა მშობლისთვის სასურველი და N1 კრიტერიუმია, როდესაც შვილისთვის სასურველი მიმართულების შერჩევა ხდება. ამ ასაკობრივი ჯგუფებისთვის შექმნილია სპეციალური ვარჯიშების პროგრამა და მიზანო  მსურველ დედ-მამიშვილებზე მშობლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

მიზანოსთვის გამოწვევაა ბადმინტონის პოპულარიზაცია, რასაც არ უშინდება. წინ კლუბს არაერთი აქტივობა აქვს დაგეგმილი და მზადაა გაფართოებისთვისაც, რათა მეტ ადამიანს შეეძლოს ამ სპორტის სახეობით დაკავება, განტვირთვა და ფიზიკურთან ერთად მენტალური გაჯანსაღება. აქტიურად ვიღებთ მოთხოვნებს კორტებზე კომპანიებისთვის ტურნირების მოწყობაზეც, რასაც ძირითადად HR-ები გეგმავენ თანამშრომლების ჩართულობისა და მოტივაციის გასაზრდელად, რაც ორმაგად სასიამოვნოა”, – აცხადებს მიზანოს თანადამფუძნებელი, დავით დვალიშვილი.

კონტაქტი:
ვებგვერდი
Facebook
ტელ: 511254477

[R]

მეზობლობის საერთაშორისო დღე: როგორ აღინიშნა ეს დღე საქართველოში

„ვოლვო ქარ საქართველოს“ მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის – Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია