in

როგორ მივაღწიოთ წარმოუდგენელ მიზნებს? — 6 საიდუმლო

თითქოს ზოგიერთი ადამიანი შეუძლებელს აღწევს, ხშირად ამას იღბალსაც მიაწერენ, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ დიდი მიზნების მიღწევაში ადამიანებს კონკრეტული თვისებები ეხმარება… ამიტომ, ახლა იმ 6 საიდუმლოს გაგიზიარებთ, რომლებსაც ეს ადამიანები ინახავენ:

1. მათ აქვთ გასამართლებელი მიზეზი

უნდა ფიქრობდეს თუ არა მეწარმე ფინანსური და ინოვაციური გადაწყვეტილებების შედეგებზე? უნდა ითქვას, რომ დიდი საქმეების კეთებას გამძლეობა სჭირდება, რაც მხოლოდ ფულის ძიებას არ უნდა ეფუძნებოდეს… რაღა თქმა უნდა, ბიზნესისთვის ფული აუცილებელია, მაგრამ ამასთან, ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რა ამოძრავებთ, ერთგვარი გასამართლებელი მიზეზი უნდა ჰქონდეთ, რომ რასაც აკეთებენ, ბედნიერების მომტანია და საშუალებასაც აძლევთ, რაღაცაზე დადებითად იმოქმედონ. 

2. ისინი წინასწარ საზღვრავენ დაბრკოლებებს და შესაბამისად მოქმედებენ

აქ 60 წლის სიუ მაკდონალდის მაგალითს გვიზიარებენ, რომელმაც სირბილში 9 მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ამასთან მრავალი ჯილდოს მფლობელი გახდა და ამას სულაც არ მიაწერს შემთხვევითობას. როგორც ამბობს, მიზნების ცხრილი ჰქონდა შედგენილი, რაც მოიცავდა არსებულ რეკორდებს, თავის მიზანსა და სხვა ინფორმაციებს, იგი აკონტროლებდა ვარჯიშს, კვებისა და ძილის ჩვევებს. 2 წელზე მეტხანს არც ტრავმა მიუღია. ამიტომ, მიზნების მიღწევის გასაღებად ბევრი შრომა მიაჩნია, რომელიც შემდგომ თავდაჯერებასაც ბადებს. მოკლედ რომ ვთქვათ, მან შესაძლო დაბრკოლებები წინასწარ განსაზღვრა და შესაბამისადაც იმოქმედა.

3. ისინი ეუბნებიან კის შესაძლებლობებს

დაფიქრდით თქვენს საქმიანობაზე, იმაზე, თუ რა შესაძლებლობები არსებობს, რა შეგიძლიათ, გააკეთოთ და ცადეთ, უბრალოდ უთხარით კი შესაძლებლობებს და ასე ერთ დროს შეუძლებლის თუ წარმოუდგენლის მიღწევასაც შეძლებთ.

4. ისინი მიდიან რისკებზე და მსხვერპლსაც სწირავენ

აქ სკოლის მასწავლებელზე გვიყვებიან, რომელმაც პროფესიული ინჟინრის წოდება მიიღო და აღმოაჩინა, რომ ის, რისთვისაც ამდენი ხანი იმუშავა, სულაც არ აბედნიერებდა. მოლოცვებს კი იღებდა, მაგრამ რეალურად არაფერს გრძნობდა. ეს კი იმიტომ, რომ რეალურად ყოველთვის სურდა მხატვარი გამოსულიყო და რადგან დანაზოგიც ჰქონდა, გადაწყვიტა, სამსახურიდან წამოსულიყო და დრო ილუსტრაციების შექმნისთვის დაეთმო — ადამიანების უმეტესობისთვის პროფესიული გზიდან გადახვევა საშიშად გამოიყურება, მაგრამ მთელი ცხოვრების არასწორ მთაზე ასვლაში დახარჯვა, კიდევ უფრო საშიშია.

5. მათ იციან, როგორ მისცენ საკუთარ თავს მოტივაცია

აი, მაგალითად ამისთვის მაკდონალდსი ვიზუალიზაციასა და თავდაჯერების ასამაღლებლად საჭირო სავარჯიშოებს მიმართავს. ზოგი ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტების სიტყვით გამოსვლებს უსმენს, ზოგიც კი ცდილობს, ირგვლივ შემოიკრიბოს ისეთი ადამიანები, რომლებიც მოტივაციას მისცემს. აქ მენტორის ყოლაზეც საუბრობენ, რომელიც რთულ დროს მოტივაციის პოვნაში შეიძლება, დაეხმაროს მათ. ამგვარად, ცოტათი ინდივიდუალური საკითხია, მაგრამ მთავარია, აქაც ცადოთ და იპოვოთ, რომელი მუშაობს თქვენთვის საუკეთესოდ.

6. მათ არ აჩერებთ მარცხი და შიში

მიზნისკენ სვლა უამრავი წარუმატებლობითაა სავსე, იმ ადამიანებისთვის კი, რომლებიც ერთი შეხედვით შეუძლებელს შესაძლებლად ხდიან, ერთადერთი გამოსავალი ამგვარი მარცხიდან რაღაცების სწავლა და მისი განვითარებისთვის გამოყენებაა. დაბოლოს, არასდროს ჩათვალოთ, რომ რაღაც შეუძლებელია.

„ვოლვო ქარ საქართველომ“ ახალი სრულად ელექტრო მოდელი – ვოლვო EX30 წარადგინა

ნახვამდის Glitch, გამარჯობა Slack! – ცნობილი სამუშაო ჩატის ისტორია