in

„მჟავა MESSAGE” – პირველი ქართული ელექტრონული მუსიკის ალბომი CES Records-ზე ციფრულად გამოიცა

ჩანაწერი თავდაპირველად 90-იანი წლების თბილისში CD დისკების სახით გავრცელდა


იანვარში, CES Records-ზე თავიდან დარელიზდა „მჟავა MESSAGE” – პირველი ქართული, სრულიად ელექტრონული ჟღერადობის ალბომი, რომელიც 1996-97 წლებში, გოგი ძოძუაშვილისა და ნიკა მაჩაიძის მიერ ჩაიწერა, ალბომში გამოყენებული ტექსტები და ვოკალი კი აგრეთვე ნინო ჩუბინიშვილს, მაია და გიო სუმბაძეებს ეკუთვნით. აღნიშნული ხელოვანთა ჯგუფი მომავალში ფართო საზოგადოებისთვის GOSLAB-ის სახელით გახდება ცნობილი.

          „მჟავა MESSAGE“ კომპოზიციებისა და ხმოვანი კოლაჟების ნაერთია, აქ თავმოყრილია ნიკა მაჩაიძის პირველი ექსპერიმენტები და გოგი ძოძუაშვილის ის კომპოზიციები, რომლებიც მისი პროექტის, Post Industrial Boys-ის სადებიუტო ალბომშიც შევიდნენ.

მჟავა MESSAGE თავდაპირველად CD დისკების სახით, მცირე ტირაჟით გავრცელდა თბილისში, 2021 წელს კი ციფრული სახით CES Records-ზე გამოვიდა.


გუგა ხელაია Redberry-ს გუნდს შეუერთდა!

სიტყვებს აქვს მნიშვნელობა! – Leo Burnett-ისა და Globo Conde Nast-ის კამპანია