in

მკერდის ფორმის უშველებელი საჰაერო ბურთი ლონდონის ერთ–ერთი შენობის თავზე – კამპანია დედის დღესთან დაკავშირებით

კრეატიულმა სააგენტო Mother–მა, დედის დღესთან დაკავშირებით, რომელიც დიდ ბრიტანეთში 26 მარტს აღნიშნეს, ლონდონში ერთ–ერთი შენობის თავზე უშველებელი მკერდის ფორმის საჰაერო ბურთი განათავსა. უჩვეულო კამპანიის მიზანი საზოგადოებაში ძუძუთი კვების მიმართ არსებული აგრესიული დამოკიდებულების შეცვლაა.

BOG
BOG

მიუხედავად იმისა, რომ მოვლენა საკმაოდ ბუნებრივი და ნორმალურია, ხშირად ბევრს უჩნდება ხოლმე პროტესტის გრძნობა, როდესაც მკერდმოშიშვლებულ დედასა და ჩვილ ბავშვს ხედავს. თუმცა, რამდენად სწორი და მართებულია მსგავსი პროტესტი, ეს კიდევ სხვა თემაა.

გარდა ძუძუს ფორმის უშველებელი ბუშტისა, ქალაქის ქუჩებში პოსტერებიც გაჩნდა წარწერით  #freethefeed. ამ ჰეშთეგით ნებისმიერ ადამიანს საშუალება აქვს სოციალური ქლესების დახმარებით პრობლემის ირგვლივ არსებული საკუთარი მწარე გამოცდილება გააზიაროს.

დუმილი გამოსავალი არ არის! – გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი ვიდეორგოლი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ

კბილის პასტა Whopper–ის არომატით – Burger King–ის არაჩვეულებრივი სიურპრიზი მომხმარებელს