in

როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე?

მეცნიერებმა ადამიანის ტვინზე მხატვრული ლიტერატურის გავლენა შეისწავლეს და, როგორც ამბობენ, მას ძალიან კარგი ეფექტი აქვს.

M2
M2

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ მიმართულებით რამდენიმე კვლევა ჩატარდა. ნათელი გახდა, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ გამოვლინდა გარკვეული უარყოფითი ეფექტებიც. სწორედ ამიტომ, იმის გარკვევა გვინდოდა, თუ რა არის რეალობა და როგორ მოქმედებს კითხვა ტვინზე“, — განმარტავს ლენა ვიმერი, გერმანიის მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტი და კვლევის თანაავტორი.

იმის გასარკვევად, თუ როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე, ვიმერმა და მისმა კოლეგებმა ორი მეტა-ანალიზი ჩაატარეს. პირველ რიგში, მკვლევრები მკითხველების კოგნიტიურ ფუნქციებს დააკვირდნენ. შემდეგ კი აბსტრაქტული აზროვნება, მსჯელობის უნარი და ემპათია შეისწავლეს, რისთვისაც კვლევის ფარგლებში მიღებული მონაცემები გამოიყენეს.

პირველ მეტაანალიზში, რომელიც 70 კვლევა და 11 000-ზე მეტ მონაწილეს მოიცავს, დადგინდა, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვას მცირე, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა ჰქონდა ინდივიდების შემეცნებაზე.

ხოლო მეორე მეტა-ანალიზმა, 114 კვლევითა და 30 000-ზე მეტი მონაწილით, მხატვრული ლიტერატურის კითხვასთან კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დადებითი კავშირი გამოკვეთა. ეს განსაკუთრებით აშკარა იყო მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა ვერბალურ უნარებს, მსჯელობას, აბსტრაქტულ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრას.

„ადამიანებს, რომლებიც ხშირად კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას, უკეთესი კოგნიტიური უნარები გააჩნიათ, ვიდრე მათ, ვინც ცოტას ან საერთოდ არ კითხულობს“, — ამბობს ვიმერი. თუმცა სამომავლოდ დამატებითი კვლევების ჩატარებაც იგეგმება, რათა უფრო დეტალური კავშირები გამოიკვეთოს.

„თმიანი“ შავი ხვრელი? — ახალი კოსმოსური მისია კითხვაზე გვიპასუხებს

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ლიდერობა გინდათ?