in

მხედველობადაქვეითებულმა ქალმა მიკროჩიპის იმპლანტი მიიღო

კვლევას მხარს უჭერს ბიოსამედიცინო კვლევის ცენტრი NIHR და ოფთალმოლოგიის ინსტიტუტი UCL

88 წლის ქალი, რომელმაც მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა, დიდ ბრიტანეთში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც რევოლუციური Bionic ჩიპი მიიღო. ქალს გეოგრაფიული ატროფია აწუხებს, რაც ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის (AMD) ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

“მარცხენა თვალში მხედველობის დაკარგვამ იმ საქმეების კეთებაში შემიშალა ხელი, რაც მიყვარს… მოხარული ვარ, რომ პირველმა მივიღე ეს იმპლანტი და ჩემი გატაცებებით ხელახლა სიამოვნების მიღების პერსპექტივა მაქვს. ვიმედოვნებ, სხვებიც ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით”. 

როგორ მუშაობს ახალი, რევოლუციური ჩიპი?

იმპლანტი 2 მმ. სიგანის მიკროჩიპს წარმოადგენს, რომელიც ქირურგიული გზით თავსდება ბადურას ცენტრში თავსდება. შემდეგ პაციენტი ვიდეოკამერით აღჭურვილ სპეციალურ სათვალეს იყენებს, რომელიც ქამარზე დამაგრებულ პატარა კომპიუტერთანაა დაკავშირებული. ჩიპი სათვალეებით მოწოდებულ ვიდეოს იღებს და კომპიუტერს გადასცემს, რომელიც ამ ინფორმაციის დასამუშავებლად, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს იყენებს.

საბოლოოდ, სათვალეები ამ სურათს ისე ასახავს ჩიპზე, როგორც ინფრაწითელი სხივი, რომელიც მას ელექტრულ სიგნალად გარდაქმნის და ბადურას უჯრედების მეშვეობით, ტვინში იგზავნება. შემდეგ კი ტვინი ამ სიგნალს ისე აღიქვამს, თითქოს რეალურად ხედავს რაღაცას.

საგულისხმოა, რომ კვლევას მხარს უჭერს ბიოსამედიცინო კვლევის ცენტრი NIHR და ოფთალმოლოგიის ინსტიტუტი UCL. “ამ ოპერაციის წარმატება და კლინიკური კვლევის შედეგად შეგროვებული მონაცემები აღნიშნული მკურნალობის ნამდვილი პოტენციალის დადგენას უზრუნველყოფს”, — აღნიშნავს მაჰი მუკიტი, ვიტრეორეტინალური ქირურგის კონსულტანტი.

მეცნიერებმა შექმნეს კრემი, რომელიც კანს “მოყინვისგან” დაიცავს

Twitter-ზე პროფილის ფოტოდ NFT-ის დაყენება შეიძლება!