in

მხიარული თავგადასავლების მუზეუმი – სამუზეუმო ექსპონატებით შთაგონებული შემოქმედებითი სავარჯიშოები

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და ის, 1950 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღეს აღვნიშნავთ იმიტომ, რომ სულ გვახსოვდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის უსაფრთხოების დაცვა, ბავშვის საღი ღირებულებებით აღზრდა-განვითარება და მის ინტერესებზე ზრუნვა. წელს თიბისიმ სპეციალურად ამ დღისთვის, პატარებს მხიარული თავგადასავლების მუზეუმი წარუდგინა, რომელიც ერთგვარ შემეცნებით და გასართობი აქტივობების ნაკრებს წარმოადგენს როგორც ბავშვებისთვის, ისე – მშობლებისთვის.

bog
bog-mob

“მხიარული თავგადასავლების მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და თიბისის ერთობლივი პროექტია, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მუზეუმზე სტუდია „ილუსტრატორმა“ იმუშავა. ეს არის საერთაშორისო გამოცდილებით შთაგონებული პროექტი – საკმაოდ ბევრ უცხოურ მუზეუმს აქვს შექმნილი მსგავსი ნაკრები. ჩვენი მიზანი იყო, ბავშვებისთვის და მშობლებისთვის შეგვექმნა ისეთი გამოცდილება, რომელიც, ერთი მხრივ, იქნებოდა შემეცნებითი, მეორე მხრივ – შემოქმედებითი,” – მაშო სამადაშვილი, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მენეჯერი. 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/tbcbank/videos/vb.331543856187/642069793047811/?type=2&theater” width=”768″ height=”403″ onlyvideo=”1″]

 

ბავშვები ხომ ყველაფერს სხვაგვარი, უფრო ღრმა ინტერესით აკვირდებიან, ალბათ მათ გონებაში მუზეუმში ნანახი ნივთები სწორედ რომ ბავშვურად და მხიარულადაა ჩამახსოვრებული.. მხიარული თავგადასვლების მუზეუმი კი საშუალებას აძლევს ბავშვებს, ეს თავიანთი ინტერპრეტაციები და ფანტაზიები დეტალური ინსტრუქციების მეშვეობით რეალობად აქციონ.

მხიარული თავგადასვლების მუზეუმში თათია ნადარეიშვილისა და ეკა ტაბლიაშვილის მიერ შექმნილი 5 შემოქმედებითი სავარჯიშოა მოცემული. ეს სავარჯიშოები სამი სამუზეუმო კოლექციის მიხედვითაა შექმნილი, ესენია: კავკასიის ბიომრავალფეროვნება, ეთნოგრაფია და მხატვრობა.

მხიარული თავგადასავლების მუზეუმის მეშვეობით, მშობლებს ბავშვებთან ერთად შეუძლიათ, გააცოცხლონ არგონავტების ამბავი, შექმნან პატარა ზომის ქაღალდის თეატრი და მასში დადგან წარმოდგენა. ბავშვებს ძალიან უყვართ ცხოველები და კავკასიის ბიომრავალფეროვნების კოლექცია საშუალებას აძლევს მათ, აქ წარმოდგენილი ცხოველები გამოჭრან, შემდეგ კი აკინძონ და “ლეპორელო” შექმნან. გარდა ამისა, მუზეუმში მისტიკური ავგაროზების შექმნის ინსტრუქციასაც შეხვდებით. მისი მეშვეობით, შეძლებთ ცნობილი ქართველი მხატვრების ნახატების თქვენეული ინტერპრეტაცია დახატოთ ან სულაც მარტივი გზებით პატარა ზომის ხალიჩები მოქსოვოთ.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის.. გასართობ ფუნქციასთან ერთად მხიარული თავგადასავლების მუზეუმს შემეცნებითი ფუნქციაც აქვს. მასში აღნიშნულ ექსპონატებთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ მომზადებულ ინფორმაციულ ტექსტებსაც შეხვდებით, რაც ბავშვებს და თუნდაც მშობლებს ახალ ცოდნას შესძენს.

“მხიარული თავგადასავლების მუზეუმი შემეცნებითი იმ თვალსაზრისითაა, რომ ამ ნაკრებში არის ამბები, ექსპონატებისა და იმ გამოფენების შესახებ, რომლებიც მუზეუმშია დაცული. რაც შეეხება შემოქმედებით მხარეს, ამ ნაკრების მეშვეობით ბავშვს და მშობელს შეუძლია, ექსპონატით შთაგონებული ნივთი სახლში დაამზადოს, შემდეგ კი წავიდეს მუზეუმში და ცოცხლად იხილოს ინსპირაციის წყარო. საბოლოო ჯამში, გვინდოდა, ამ პროექტში განათლება, შემეცნება და შემოქმედება გაგვეერთიანებინა.”

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მხიარული თავგადასავლების მუზეუმი ნამდვილად მხიარული გამოცდილებაა როგორც ბავშვებისთვის, ისე – უფროსებისთვისაც. გარდა იმისა, რომ ეს ვირტუალური მოგზაურობა უფრო მეტად გვაცნობს ქართულ კულტურას, ბავშვებს ეხმარება, შემოქმედებითი ხედვისა და უნარის განვითარებაშიც.

მხიარული თავგადასავლების მუზეუმის ჩამოტვირთვას აღნიშნული ბმულიდან შეძლებთ.

„დამუხტე ბრენდი და ტექნოლოგიები“ – STREGI

ამიერიდან Postred დაგვიძახეთ! – რედიზაინი, რომელზეც სააგენტო Redberry-მ იმუშავა