in , ,

მხოლოდ 5 წამია საჭირო! – ბრიტანელების იუმორნარევი კამპანია, სახელწოდებით Don’t Fuck My Future

23 ივნისს ბრიტანელები, რეფერენდუმის საშუალებით, ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხს გადაწყვეტენ. Brexit Referendum-ში ბრიტანელი მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად, სარეკლამო სააგენტო adam&eveDDB-მ სარეკლამო რგოლი დაამზადა, რომელშიც ცნობილი მსახიობი კირა ნაიტლი მონაწილეობს. “Don’t Fuck My Future” კამპანიის ფარგლებში გადაღებულ 30 წამიან ვიდეოში ის ახალგაზრდებს რეფერენდუმში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამ მნიშვნელოვან საკითხზე პასუხის დაფიქსირება ისეთივე მარტივია, როგორც ჰოლივუდური ემოციის თამაში. ამას, სულ რაღაც, ხუთი წამი სჭირდება.

 

 

კირა ნაითლი არ არის ერთადერთი ვარსკვლავი, ვინც ამ იუმორისტულ კამპანიაში მონაწილეობს. სააგენტომ კიდევ ორი ვიდეორგოლი გადაიღო.

მსახიობი ლილი კოული ასევე დიდი მონდომებით ცდილობს დაამტკიცოს, რომ მარტივი ილეთის შესრულება ხუთ წამში ისეთივე წარმატებით შეიძლება, როგორც რეფერენდუმის ბლანკზე X-ის მონიშვნა.

 

 

მესამე მსახიობად სააგენტომ ინგლისელი რეპერი ბიგ ნერსტი შეარჩია, რომელიც ცდილობს აგვიხსნას თუ რამდენად მარტივი პროცესია რეფერენდუმში მონაწილეობა იმის ფონზე, რომ მისთვის ვარცხნილობის გაკეთებას ხუთი საათი სჭირდება.

 

 

ამას გარდა, შეიქმნა დამატებითი ვიდეორგოლებირომლებშიც მონაწილეობას ვივიენ ვესტვუდი, ანაბელ ვოლისი და ჯოშ დევინი იღებენ მონაწილეობას. სააგენტოს თქმით დარჩენილ დღეებში რამდენიმე პატარა ვიდეო კიდევ გამოქვეყნდება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ორსული ქალებისთვის ადგილის დასათმობად სპეციალური ნიშანი შეიქმნა

Make Enemies and Gain Fans | SNASK | Cannes Lions 2016 | LIVE