12-13 ნოემბერს, საქართველოში პირველი გლობალური მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია “Marketing Kingdom Georgia”-ა, ღონისძიებაზე მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალები მასტერკლასებს ჩაატარებენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ Yahoo!, Trip Advisor, Oracle, PepsiCo, Novartis და მრავალი სხვა წარმატებული კომპანიის ტოპ მენეჯმენტი.
‘ ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ნოემბერში გვაქვს შესაძლებლობა საქართველოში ჩავატაროთ Marketing Kingdom-ი, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ღონისძიებაა. წელს ჩვენს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მხოლოდ სერბიასა და ხორვატიაში 2000-მდე დელეგატი დაესწრო. საქართველოსთვის მომზადებული გვაქვს ინტერაქტიული პროგრამა, რაც დაეხმარება დელეგატებს გააცნობიერონ უკანასკნელი ტრენდები დღევანდელი მსოფლიო მარკეტინგის სამყაროში.“- ამბობს როზეტა პივევსკა, პროექტის ხელმძვანელი საქართველოში .
Marketing kingdom ითვალისწინებს პრეზენტაციას, სოციალურ მედიაზე რომელსაც წარუძღვება პეპსი.მემბერშიფებსა და მათ ეფექტურობაზე, ისაუბრებს American Express-ი, ციფრულ ტექნელოგიებს წარმოადგენს Philips-ი, ხოლო სოციალური მედიის გავლენაზე და საზოგადოების ქცევაზეაქცენტს გააკეთებს Yahoo. ღონისძიების დღის წესრიგში ასევე გათვალისწინებულია ერთ დღიანი ინტერაქტიული ვორკშოფი, რომელსაც ციფრულ მარკეტინგში ევროპოს ყველაზე გამოჩენილი ექსპერტი,დენ ჰენლი წაუძღვება. მას ნამუშევარი აქვს Emirates- ავიახაზებთან, Ikea-სთან და VIRGIN-თან, მისმა შრომამ, საგრძნობი წვლილი შეიტანა გლობალურ მარკეტინგულ სამყაროში.
ღონისძიებაზე მასტერკლასს ჩაატარებს Mads Holmen-ი, მსოფლიოში #1 ვიდეო კომპანიის “Go Viral”-ის დირექტორი.
“მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ნოემბერში ვეწვევი საქართველოს, მე უკვე ორჯერ მივიღე მონაწილეობა Marketing Kingdom-ში და დარწმუნებული ვარ მესამე ანუ საქართველოში დაგეგმილი ღონისძიება კიდევ ერთი დიდი წარმატება იქნება,
ამჯერად ჩემი თემაა ” Talking With Generation Social” სადაც ვისაუბრებ თაობებში უკანასკნელ პერიოდში მომხდარ არსებულ ცვლილებებსა და სამომავლო ტრენდებზე, ვისაუბრებთ თუ როგორ შეიცვალა სარეკლამო არხები და ა.შ”
Marketing Kingdom -ის ორგანიზატორია კომპანია “P World”, პროექტის მედია პარტნიორები არიან Marketer.ge და Georgia Today.
მეტი ინფორმაციისათვის და რეგისტრაციისათვის, მიჰყევით ბმულს
http://www.thepworld.com/experiences/marketing-kingdom-tbilisi.aspx