in

სხვაობა წიგნის მკითხველებსა და არამკითხველებს შორის

BOG
BOG

ადამიანების 45%, რომელიც კოლეჯს ან უნივერსიტეტს ამთავრებს  წიგნებს აღარ კითხულობს, ხოლო   38% სკოლის დამთავრების შემდეგ წიგნებს აღარ ეკარება.

ეს მონაცემები მხოლოდ განათლების და განვითარების საფრთხეზე არ მეტყველებს. წიგნის მწარმოებელი და წიგნის მაღაზიაც კარგავს მომხმარებელს. ისინი სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ, რათა  წიგნს მკითხველი დაუბრუნონ,  რომანის ეკრანიზაციები, რეკლამა, ავტორის ხელმოწერების დარიგება, სხვადასხვა აქციები  და ა.შ.

ბრაზილიურმა სააგენტო FILADELFIA-მ წიგნის მაღაზია Floriano Bookstore-თვის სარეკლამო პოსტერები გააკეთა. მთლიანი ყურადღება სააგენტომ მკითხველის და არამკითხველის შედარებაზე გაამახვილა. მინიმალისტური პოსტერები, კონკრეტული საგნების და მარტივი ილუსტრაციის ხარჯზე, სააგენტომ წიგნის მკითხველის და არამკითხველის კონტრასტი ყველასთვის გასაგები ფორმით გადმოსცა.

 

 

”შკოდას” განახლებული ცენტრი თბილისში

მარკეტინგი და მენეჯმენტი მოკვდა