in

რამდენად იქცევა „მკვლელი რობოტები“ რეალობად?

მართალია, ისინი არ გამოიყურებიან ისე, როგორც წარმოგედგინათ, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ Hollywood-ს კარგად შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება… რობერტ უოლესი, CIA-ს ტექნიკური სამსახურის ოფისის ხელმძღვანელი, გვიყვება, როგორ უყურებდნენ რუსი ჯაშუშები ბონდის უახლეს ფილმს, რათა ენახათ, რა ტექნოლოგიები შეიძლება გამოჩნდეს მომავალში.

Hollywood მკვლელი რობოტებითაც არის გატაცებული. ამის მაგალითია Apple TV-ის უახლესი ფილმი Dolly, სექს-რობოტების სასამართლო დარბაზის დრამა. ეს უკანასკნელი ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ იგი ელიზაბეტ ბერის 2011 წლის მოთხრობის მიხედვით დაიწერა, აქ საუბარია მილიარდერზე, რომელიც სექს-რობოტმა ჯერ მოკლა, შემდეგ კი ადვოკატი მოითხოვა.

Dolly მოიცავს HAL-ის მკვლელ რობოტს, რომელიც კუბრიკის კოსმოსურ ოდისეაში გამოჩნდა და არნოლდ შვარცნეგერის T-800 რობოტს ტერმინატორის სერიებში. ადამიანებსა და რობოტებს შორის არსებული კონფლიქტი კი პირველად ჯერ კიდევ 1927 წელს სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმ Metropolis-ში გამოჩნდა. თუმცა თითქმის ყველა ფილმი არასწორ სიუჟეტს გადმოგვცემდა…

დიახ, მკვლელი რობოტი არ იქნება უბრალოდ ჰუმანოიდი რობოტი, რომელსაც ბოროტი განზრახვა აქვს. შესაძლოა, ამან დრამატული სიუჟეტი და სალაროების წარმატება გამოიწვიოს, მაგრამ ეს ტექნოლოგიები ჯერ ჩვენგან ძალიან შორსაა. დანამდვილებით კი ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ რობოტი ვერასდროს გახდება მგრძნობიარე, თუმცა ის, რაზეც დღეს ჩვენ მეტად უნდა ვიღელვოთ უფრო მარტივი ტექნოლოგიებია, რომელსაც უკრაინასა და ყარაბაღში იყენებენ. 

ომის ტრანსფორმირება

ხოლო, ფილმები, როგორებიცაა Angel has Fallen (2019) და Eye in the Sky (2015), სადაც წარმოდგენილია ბევრად უფრო მარტივი შეიარაღებული დრონები, მკვლელი რობოტების მომავლის შესახებ ყველაზე ზუსტ სურათს ასახავს. ღამის სატელევიზიო ამბებში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გარდაიქმნება თანამედროვე ომი ავტონომიური დრონებით, ტანკებით, გემებითა და წყალქვეშა ნავებით. ეს რობოტები იმაზე ცოტა უფრო დახვეწილია, ვიდრე ის, რომლის ყიდვაც ადგილობრივ მაღაზიაში შეგიძლიათ. გადაწყვეტილებებს სამიზნეების იდენტიფიცირების, თვალყურის დევნებისა და განადგურების შესახებ მათი ალგორითმები იღებს.

თუმცა ეს ყველაფერი მსოფლიოს სახიფათო ადგილადაც კი აქცევს, რომელიც სავსეა მორალური, იურიდიული თუ ტექნიკური პრობლემებით. ასეთი იარაღები კი კიდევ უფრო დაარღვევს ჩვენს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას. უკვე იმასაც ვხედავთ, რომ თურქეთი დრონების ძალაუფლებას იგდებს ხელთ. 

მსგავსი იარაღები წითელ ხაზს კვეთს იმ საშინელ სამყაროში, სადაც მანქანები წყვეტენ, ვინ იცოცხლებს და ვინ მოკვდება. კარგი კი ის არის, რომ რობოტის მწარმოებლები უკან იხევენ და ამ მომავალს ეწინააღმდეგებიან. 

პირობა, რომ არ გამოიყენონ იარაღის მსგავსად

გასულ კვირას რობოტების ექვსმა წამყვანმა კომპანიამ დადო პირობა, რომ თავიანთ რობოტ პლატფორმებს იარაღის მსგავსად არ გამოიყენებდა. კომპანიებს შორსაა Boston Dynamics, რომელიც აწარმოებს Atlas-ის ჰუმანოიდ რობოტს და Spot რობოტი ძაღლი, რომელიც Black Mirror-ის პერსონაჟს მოგაგონებთ. 

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ საკითხზე კომპანიები მანამდეც წუხდნენ. ჯერ კიდევ 5 წლის წინ მკვლელი რობოტების რეგულირების შესახებ დაიწყეს საუბარი. ამ მოთხოვნას ილონ მასკიც კი აწერდა ხელს. მეტიც, ამან რომის პაპს გლობალური განიარაღების ჯილდო მიაღებინა…

კოლექტიური მოქმედება ჩვენი მომავლის დასაცავად

დიახ, ამ საშინელი მომავლისგან თავის დაღწევა მხოლოდ ქვეყნების ერთიანი მოქმედებით გახდება შესაძლებელი, როგორც ამას აკეთებენ ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით. ეს ხელს შეუშლის იარაღის მწარმოებელ კომპანიებს, მის ღიად გაყიდვასა და გავრცელებაში. 

ამასთან, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გამოიკვლიოს ავტონომიური იარაღის გავლენა ადამიანის უფლებებზე. ასე რომ, თუ არ გსურთ, თქვენც Hollywood-ის სიუჟეტებით იცხოვროთ, რეგულაციები უნდა მოითხოვოთ. 

წყარო: ScienceAlert

„ძლიერი, აქტუალური და განსხვავებული“ — Tena-ს ვიდეორგოლი მენოპაუზის სირთულეებზე

New Balance-ის რიგით მე-3 ფილიალი City Mall Saburtalo-ში ოფიციალურად გაიხსნა