in

ნახეთ: მკვლევრები ლაზერული ფუნჯით მინიატურულ შედევრებს ქმნიან!

სავარაუდოდ, ეს ხელოვნების სრულიად ახალ დარგს დაუდებს სათავეს

მკვლევრები ხელოვნებასა და მეცნიერებას შორის საზღვრებს შლიან და ამტკიცებენ, როგორ შეიძლება ლაზერის გამოყენებით, მხატვრული შედევრების შექმნა. ახალი ტექნიკა არა მარტო საღებავის მსგავს ტექსტურას ქმნის ლითონზე, არამედ ფერის შეცვლის თუ წაშლის შესაძლებლობას გთავაზობთ. 

“ჩვენ შევიმუშავეთ ლაზერის გამოყენების მეთოდი, რომლითაც მეტალის ნაწილზე ლოკალიზებული ფერის შექმნაა შესაძლებელი. ის ლითონს იმ დონემდე ათბობს, ვიდრე გამოსახულება არ “ამოიწვება” “– ამბობს კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი ვადიმ ვეიკო. 

როგორც ვეიკომ და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, ლაზერის საშუალებით უნიკალური ფერადოვანი ნახატების შექმნაა შესაძლებელი, მათ შორის, ვინსენტ ვან გოგის “ვარსკვლავიანი ღამის” მინიატურული ვერსიის. 

“ვიმედოვნებთ, რომ ლაზელური ფერწერა თანამედროვე მხატვრების ყურადღებას მიიპყრობს და ხელოვნების სრულიად ახალ დარგს დაუდებს სათავეს. ასევე, ტექნიკა შესაძლოა თანედროვე დიზაინისა და სხვადასხვა პროდუქტებზე ფერადი სიმბოლოების გამოსახვისთვისაც იქნას გამოყენებული” – განაცხადა კვლევითი ჯგუფის წევრმა, იაროსლავ ანდრეევამ. 

აღსანიშნავია, რომ ახალი კვლევა შესასწავლ სამუშაოს ემყარება, რომელშიც მკვლევრებმა ლაზერი ტიტანსა და უჟანგავ ფოლადზე ფერის შესაქმნელად გამოიყენეს. შედეგად კი, შექმნეს ხელსაყრელი ინსტრუმენტი, რომელიც მხატვრის ფუნჯის ფუნქციას ასრულებდა. 

ახალი ტექნიკისთვის მკვლევრებმა ლითონის გათბობის დიაპაზონი გაზარდეს, რაც ფერის შეცვლისა და წაშლის შესაძლებლობას ქმნის. ასევე, მათ იტერბიუმის ბოჭკოვანი სისტემა გამოიყენეს, რომელიც გალვანომეტრიული სკანერითაა აღჭურვილი – ასე ზედაპირზე ოპტიკური ეფექტებით, ცხრა ძირითადი ფერი იქმნება. 

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ამ მეთოდით შექმნილი ნამუშევრები ძალიან მდგრადია მკაცრი გარემოსა და ქიმიკატების მიმართ. შესაბამისად, არც რაიმე სახის სპეციფიკურ შენახვას საჭიროებს.

მეცნიერები სისხლის ანალიზს დეპრესიის დონის განსასაზღვრად გამოიყენებენ

ახალი კვლევა – ატმოსფეროში ათასობით ტონა მიკროპლასტმასაა!