in

M&M-მა, ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად, ბრენდინგი შეცვალა

თუ აქამდე M&M-ის შოკოლადის ფერადი დრაჟეები უბრალო გემრიელ სასუსნავად მიიჩნეოდა, ახლა ბრენდი მას სხვა დატვირთვასაც აძლევს. რებრენდინგით, თითოეულ ფერს ერთიანი საზოგადოების განსხვავებულ ინდივიდებად წარმოაჩენს და მიზნად ინკლუზიური გარემოს შექმნას ისახავს.

M&M-ის ფერთა პალიტრა, სხვადასხვა ფორმა თუ ზომა, ხაზს უსვამს იმას, რომ სამყაროში ბევრი განსხვავებული ადამიანი არსებობს და მათ, ერთად, ბედნიერი თანაცხოვრება შეუძლიათ. ახალ მიზანთან ერთად, ბრენდი ფერად პერსონაჟებს თანამედროვე იერს აძლევს და თვითგამოხატვის საშუალებასაც უტოვებს.

რეკლამაში მცირე ვიზუალური ცვლილებები მარტივი შესამჩნევია, მაგალითად, მწვანე პერსონაჟი, რომელსაც აქამდე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, ახლა სპორტული კედებით არის წარმოდგენილი. ბრენდი ერთიანობის თემაზე საუბრის დროსაც კი, ინარჩუნებს დამახასიათებელ მხიარულ და პოზიტივით სავსე სტილს, რითაც M&M-ის თითოეული პერსონაჟის ინდივიდუალობას უსვამს ხაზს. 

მიიჩნევენ, რომ M&M ინკლუზიური გარემოს შექმნით, შესაძლოა, ახალ თაობებთან დაკავშირებასაც ცდილობდეს, რადგან ისინი სწორედ პროგრესულ სოციალურ ღირებულებებზე დაფუძნებულ ბრენდებს ანიჭებენ უპირატესობას.

ბრენდის განახლებაზე კრეატიულმა სააგენტოებმა BBDO New York, Jones Knowles Ritchie და Weber Shandwick-მა, საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიამ, იმუშავეს.

მენტალური ჯანმრთელობა – რა ასაკიდან უნდა მივაქციოთ მას ყურადღება?

Shutterstock 2022 წლის კრეატიულ ტენდენციებს აქვეყნებს