in

21 წლის შემდეგ! სანტას და M&M’S​-ის ისტორია გრძელდება!

ზუსტად 21 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სახლში საჩუქრის დასატოვებლად მისულმა სანტამ ნაძვის ხესთან მოსაუბრე M&M’S​-ის წითელი და ყვითელი დაინახა და გაოგნებულმა გონება დაკარგა. მას შემდეგ სანტას ჯანმრთელობის შესახებ არაფერი გვსმენია. თუმცა, წელს კომპანიამ გადაწყვიტა კლასიკად ქცეული საახალწლო ვიდეორგოლის გაგრძელება შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის და დასახმარებლად ამჯერადაც სააგენტო BBDO-ს მიმართა. მართალია, საკმაოდ რთულია ასეთი რეიტინგული რეკლამისთვის შესაფერისი გაგრძელების შექმნა, მაგრამ ახალი ერთობლივი ნამუშევარი არაფრით ჩამოუვარდება წინამორბედს. 90წამიან ვიდეოში, რომელიც ზუსტად იმ წამიდან გრძელდება, როცა ერთმანეთის დანახვით გაოცებული სანტა და წითელი უგონოდ ეცემიან, მარტო დარჩენილი ყვითელი გადაწყვეტს ახალი წელი გადაარჩინოს და საჩუქრების დარიგების პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ახალი ნამუშევარი ახლახან გამოვიდა და უკვე საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა.

BOG

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=86&v=bnJCgE3hqpc

https://www.youtube.com/watch?v=d0T11V4vwAE

ყველას გვაქვს მიზეზი უკეთ ვიკვებოთ! სპეციალური დიეტა სანტასთვის – Intermarché-ის ვიდეორგოლი

ბავშვები, რომლებმაც შიშის ხმა საკუთარ სიძლიერედ აქციეს – ნეიმარი და სერენა უილიამსი Beats-ის ვიდეორგოლში