in

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, M&M’s-მა ახალი შეფუთვა წარადგინა

ქალთა საერთაშორისო დღემდე ჯერ კიდევ დაახლოებით 2 თვეა დარჩენილი, მაგრამ M&M’s უკვე მოემზადა „ტკბილი სიურპრიზის“ გასაკეთებლად. საუბარია ახალ, ლიმიტირებულ შეფუთვაზე მდედრობითი სქესის პერსონაჟები გამოჩნდნენ — ტრიო თავდაყირაა გამოსახული.

BOG
BOG

საგულისხმოა, რომ ყავისფერი და მწვანე პერსონაჟებისგან განსხვავებით, იასამნისფერი ვერსიისთვის ეს სადებიუტო გამოცემაა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს უკანასკნელი მიმღებლობის, ინდივიდუალურობისა და ჩართულობის გამომხატველი სიმბოლოა. მთლიანობაში, ახალი შეფუთვა მიზნად ისახავს, შთააგონოს ქალები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი ძალისხმევას იჩენენ.

გარდა ამისა, M&M’s თაყვანისმცემლებს სთხოვს, 15 იანვრამდე დაასახელონ მათთვის ნაცნობი ქალები, რომლებიც „სტატუს-კვოს ცვლიან“. შერჩეული ადამიანები კი შესაბამის პლატფორმებზე იქნებიან წარმოდგენილნი და 10 000 დოლარს მიიღებენ. ამ სიას Mars ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, გამოაცხადებს.

„მსოფლიოში ქალები ხელახლა განსაზღვრავენ წარმატებისა და ბედნიერების დეფინიციას, ამიტომ ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ მათი წახალისებით. ამაში კი ჩვენი მწვანე, ყავისფერი და იასამნისფერი სახეები საუკეთესოდ გვეხმარებიან“, — ამბობს გაბრიელ უესლი, Mars Wrigley-ის მარკეტინგის დირექტორი.

რა არის მომხმარებლის მოგზაურობის რუკა და რითაა მნიშვნელოვანი

ბრენდი, რომელიც მთელ მოგებას პლანეტის გადარჩენაში ხარჯავს