in

„მშვიდი ცურვა” MMS GROUP-თან ერთად – საზღვაო/სამშენებლო სერვისების კომპანია

Marketer თითქმის ყოველდღე გიყვებათ საინტერესო ამბებს წარმატებულ კომპანიებსა თუ საჭირო სერვისებზე. ეს სტატიაც ამ მიზანს ემსახურება, ისიც სერვისების წარმატებით მიწოდებასა და დიდ პროექტებზე გვიამბობს, თუმცა მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ამჯერად ხმელეთს ცოტა გავცდით და საზღვაო მომსახურების შესახებ უნდა გესაუბროთ, რომლის ხარისხიანად შესრულებაც დიდად მნიშვნელოვანია.

იმისთვის, რომ გემებმა მშვიდად იცურონ, ტექნიკურად ყველაფერი გამართული ჰქონდეთ და აკმაყობილებდნენ იმ მოთხოვნებს, რაც საერთაშორისო სტანდარტებითაა აღიარებული, გამოცდილი და ამ საქმის მცოდნე გუნდის ჩართულობაა საჭირო, რომელიც ერთი მხრივ, გააკონტროლებს, მეორე მხრივ კი იზრუნებს მათ ტექნიკურ უსაფრთხოებაზე. ასეთ გუნდს წარმოადგენს კომპანია MMS GROUP (MMS), რომელიც გთავაზობთ ყველა საჭირო მომსახურებას საზღვაო სფეროში. ის 2015 წელს 4 პარტნიორის ინიციატივით დაარსდა, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდათ საზღვაო სფეროში სხვადასხვა მიმართულებით. ეს განხრებია: პორტის მენეჯმენტი, გემის ნავიგაცია და მექანიზმები, საზღვაო სამართალი და საპორტო სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. საწყის ეტაპზე კომპანია მომსახურებას უწევდა საქართველოს საზღვაო ნავსადგურებს და მათში შემოსულ გემებს. არსებობს „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ საერთაშორისო კონვენცია, რომლის შემოწმებაზეც პასუხისმგებლობას სწორედ MMS იღებდა. იგი ამოწმებდა გემზე არსებულ სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებს. მისი დამფუძნებლები გვეუბნებიან, რომ კომპანიის მიზანი იყო მაღალი ხარისხის, სწრაფი და რაც მთავარია სანდო მომსახურების დანერგვა, რაც ადგილობრივ ბაზარზე ძნელად მოიძებნებოდა.

საქმიანობის წარმატებით განვითარების შემდეგ, 2017 წელს, კომპანიამ სამშენებლო მიმართულებაც დაამატა და დღეს უკვე არაერთი დიდი პროექტის ავტორია. გარდა ამისა, კომპანიას არაერთი საერთაშორისო აღიარებაც აქვს მოპოვებული.

დეტალებს უკეთ გაგვაცნობს დავით ბერიძე, MMS GROUP-ის დირექტორი:

M: გვითხარით, რა სერვისებს სთავაზობთ კონკრეტულად მომხმარებლებს?

ჩვენი სერვისებია: 

  • სამაშველო და ხანძასაწინააღმდეგო აღჭურვილობის ყოველწლიური ინსპექტრება  და სერტიფიცირება;
  • საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნების შესაბამისი საზღვაო დანიშნულების პროდუქტის მიწოდება.
  • სამშენებლო მომსახურება – არასაცხოვრებელი ობიექტების მშენებლობა;
  • გემების რემონტი და მოდერნიზაცია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად;
  • მეტალის კონსტრუქციების სისქის ულტრაბგერითი დეფექტოსკოპია და შენადუღი    ნაკერების შემოწმება ურღვევი კონტროლის სხვადასხვა მეთოდით;
  • ელ.შემდუღებელთა და მეჯამბარეთა გადამზადებისა და ატესტაციის კურსები.

M: როგორი იყო ბაზარზე არსებული მდგომარეობა ამ სფეროში, როცა პირველად დაფუძნდით, რა სირთულეებს წააწყდით და როგორ მოხვედით დღევანდელობამდე?

ქართულ ბაზარზე მსგავს საქმიანობას მხოლოდ ერთი, უკონკურენტო საწარმო ეწეოდა.

ბაზარზე ჩვენი გამოჩენის შემდეგ ამ სფეროში მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა, რასაც ჩვენი მომხმარებლების მიერ გამოცხადებული ნდობა ადასტურებს. რაც შეეხება პრობლემებს, რომლებიც კომპანიას პირველი დღიდან აწუხებს, ესენია:  

  1. ქართული დროშის ქვეშ მცურავ საშუალებებზე განხორციელებული სამუშაოები და საქონლის მიწოდება იბეგრება.
  2. საქართველოს ნავსადგურების რეიდებზე ღუზაზე მდგომ და  ტრანზიტულად გამავალ გემებზე მომსახურების გაწევა შეუძლებელია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს არსებული რეგულაციებიდან და შეზღუდვებიდან გამომდინარე, თუმცა   მცურავი საშუალებების ინსპექტირება და ტექნიკური მომსახურება საპორტო ქალაქების რეიდზე მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომელიც ფართოდ და შეუბრკოლებლად ხორციელდება უცხოეთის თითქმის ყველა საპორტო ქალაქში, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში საკმაოდ დიდი რაოდენობის უცხოური ვალუტის შემოსვლასა და გემების მომსახურე კომპანიებისათვის დამატებითი შემოსავლების მოზიდვას.

M:  ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი და როგორ უზრუნველყოფთ მაღალი ხარისხის მომსახურებას?

ჩვენი სეგმენტია: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პორტები, საქართველოს მასშტაბით შემოსული უცხოური დროშის ქვეშ მცურავი გემები და საქართველოში უკვე არსებული ფლოტები, მეზღვაურები,  რომლებსაც აქვთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და შემდუღებლის საერთაშორისო სერტიფიკატის მიღების სურვილი. 

M: თუ აქვს კომპანიას რაიმე აღიარება და ჯილდოები და მოგვიყევით ამაზე…

რა თქმა უნდა, კომპანია აღიარებული წარმომადგენელი და სერვისის მიმწოდებელია არაერთი სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მწარმოებლისგან. გვაქვს ადგილობრივი და საერთაშორისო საკლასიფიკაციო ორგანიზაციების აღიარებები. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საერთაშორისო საკლასიფიკაციო ორგანიზაციების ასოციაციის (IACS) 12 წევრიდან უკვე სამის აღიარება გვაქვს.

ასევე კომპანიაში დაინერგა და ეფექტურად ფუნქციონირებს ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ISO 9001:2015.

M: თქვენი პროექტებიდან რომელს გამოარჩევდით და ამ ეტაპზე რა მიმდინარე პროექტები გაქვთ?

ჩვენ საკმაოდ ბევრი და რთული პროექტი გვაქვს წარმატებით შესრულებული, რომლებიც რთული იყო თავისი მასშტაბისა და შესრულების მცირე ვადიდან გამომდინარე, ასევე გეოლოკაციურად ურთულესი სამშენებლო სამუშაოები. უკანასკნელი დასრულებული პროექტი წარმოადგენს შპს „ბათუმი საზღვაო ნავსადგურის“ კუთვნილი ორი გემის ერთდროულად განხორციელებული სარემონტო სამუშაოები.

ამჟამად მიმდინარე პროექტებია: 

“British Petrolium”-ის კონტრაქტორი კომპანიის “Smit Lamnalco Limited Georgia Branch“-ის კუთვნილი სალოცმანო კატარღის სადოკო რემონტი;

შპს „ბათუმი საზღვაო ნავსადგურის“ კუთვნილი ლიალური წყლების შემგროვებელი გემი „აისი“-ს გემებიდან ზღვის  დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ კონვენციის – MARPOL 1973 თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისად მოდერნიზაციის სამუშაოები, რაც როგორც პროექტირებას ასევე სამუშაოების შესრულებას მოიცავს. 

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიის რეაბილიტაცია-ბეტონირება. საერთო ფართით – 20 000 მ2.  

M: სამომავლო გეგმებზეც გვითხარით, რა სიახლეებია დაგეგმილი?

სამომავლოდ ვგეგმავთ, დავნერგოთ და განვახორციელოთ სახმელეთო დანადგარებისა და სისტემების ინსპექტირება. ასევე გადავამზადოთ ტექნიკური პერსონალი და მივიღოთ შესაბამისი სერტიფიკატი პორტატული ცეცხმაქრებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების ევროპული სტანდარტის BS EN-3-ის შესაბამისად ტექნიკური მომსახურების სფეროში.

გადამზადების კურსებს მალე დაემატება გემის ხარატის გადამზადების კურსები, რომელსაც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან ერთობლივად განვახორციელებთ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსანტს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცემა.

გვაქვს სურვილი და ვმუშაობთ სამოქალაქო საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობაშიც ჩავერთოთ უახლოეს მომავალში.

[R]

თუ თამაში გიყვართ, Esports-ის 5 პროფესიას შეგიძლიათ დაეუფლოთ

Squarespace-ის ახალ კამპანიაში ცბიერი მეზობლები ჭორაობენ