ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში M&M’s თავისი საკულტო პერსონაჟების ფერებით თამაშობდა — ზოგჯერ მეწამულ ვერსიას ამატებდა ან მდედრობით სახეებს ქმნიდა. მოკლედ, ცვლილებები გასაკვირი და უჩვეულო სულაც არ ყოფილა, თუმცა ახლა კომპანიამ განაცხადა, რომ არასდროს სურდათ, პერსონაჟები საკამათო თემად ქცეულიყვნენ… ამიტომაც, ახლა მათ კომიკოსი მსახიობი, მაია რუდოლფი ანაცვლებს.
ალბათ, ეს ყველაზე უცნაური განცხადებაა ბრენდის არსებობის განმავლობაში, მაგრამ M&M’s მიზეზს ხსნის: „გადავწყვიტეთ, ჩვენი მოლაპარაკე ტკბილეული განუსაზღვრელი ვადით შეგვეჩერებინა. მოხარულები ვართ, რომ მათ ადგილს ყველასათვის საყვარელი მაია რუდოლფი დაიკავებს. გვჯერა, ის თავის არაჩვეულებრივ ნიჭს და ძალას გამოიყენებს მსოფლიოს გასამხიარულებლად“.
გასული წლის იანვარში ბრენდმა პერსონაჟების ფეხსაცმელების ვიზუალი შეცვალა: ნარინჯისფერს მაქმანებიანი მოდელი მოარგეს, ყავისფერს დაბალქუსლიანი, მწვანე კი კეტებში გამოგვეცხადა. ამას მოჰყვა ქალების დღესთან დაკავშირებული ლიმიტირებული გამოცემა, რასთან დაკავშირებითაც ბევრმა ბულინგის ენა გამოიყენა. ცხადია, ეს ბრენდს არ მოეწონა, რადგან მისი მიზანი აჟიოტაჟის გამოწვევა სულაც არ ყოფილა. „M&M’s მისიაა, ხალისის ძალა გამოიყენეს მიზნობრივი, მყარი კავშირების შესაქმნელად. ჩვენ ვაკეთებთ საქმეს, რომელთან კავშირსაც მთელი მსოფლიო გრძნობს. შეიძლება ითქვას, ბრენდი კულტურულ ხატად იქცა“.