in

ნახეთ, რომელი არტისტები აღმოჩნდნენ M&M’s-ის მუსიკალურ შეფუთვაზე

მუსიკალური შეფუთვა ლიმიტირებული რაოდენობით გამოვა

Album Art – ასე ეწოდება M&M’s-ის შეფუთვის ახალ ხაზს, რომელზეც ცნობილ მუსიკალურ ალბომებს შეხვდებით. 4 განსხვავებული კონცეფცია სხვადასხვა მიმდინარეობის, პერიოდისა და მუსიკალური კულტურის არტისტს ეძღვნება. M&M’s-ის ლიმიტირებულ მუსიკალურ შეფუთვებზე თქვენ შეხვდებით ისეთ მომღერლებს, როგორიცაა Dawid Bowie, H.E.R., Rosalía და Kacey Musgraves.

BOG
BOG

ყვითელ M&M’s-ზე David Bowie-ს ცნობილი ალბომის Alladin Sane-სა და მისი პერსონისთვის დამახასიათებელი ელვა იქნება აღბეჭდილი.

მწვანე M&Ms’s ცნობილი პოპ-არტისტ Rozalia-ს ალბომს ეძღვნება, სახელწოდებით – El Mal Querer.

კიდევ ერთი შეფუთვის დიზაინი ქანთრის წარმომადგენელ Kacey Musgraves-ის ალბომს აღბეჭდავს, რომელსაც Golden Hour ეწოდება.

შეფუთვის ერთ-ერთ მოდელში H.E.R-ის ამავე სახელწოდების ალბომის იდუმალ პერსონაჟსაც შეხვდებით. H.E.R იგივე გაბრიელა სარმიენტო ვილსონი R&B ჟანრის წარმომადგენლია.

ნახეთ: ირმის ნახტომის რადიოტალღური გამოსახულება

ფერი და ვიბრაცია, როგორც ვიქტორ ედდეს ფოტოგრაფიის საფუძველი